პოლიტიკა

საზოგადოება

ბავშვების დახმარება კიდევ 50 ლარით იზრდება – ნახეთ რა კატეგორიის ჯგუფს შეეხება დაფინანსება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ბავშვების ფულადი დახმარება, 150 ლარი კიდევ 50 ლარით გაიზრდება და ჯამში, 200 ლარი გახდება.  ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი …

ნახვა »

რა ხდება რიკოთზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა – გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე, მშენებარე ობიექტთან მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გვირაბის ნაწილის დაზიანებასთან დაკავშირებით გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება. „გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის …

ნახვა »

სააკაშვილი – ვიდრე აქ ვარ, მსურს, დაგეხმაროთ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები, მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება, აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს

არავის ეგონოს, რომ კარგად ვარ, რადგან ამდენს ვწერ, დღეს ორჯერ დავკარგე გონება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა, ევროპელ ექიმებს შევუშვებთ და ეს საქმე უკვე 10 დღე ყოვნდება, მაგრამ ვიდრე პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ. ბევრი მოვლენა ხდება ჩემს თავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ყველანაირი დიპლომატიურობის გარეშე, …

ნახვა »

რას ამბობს ახალი სახალხო დამცველი 7-8 მარტის აქციების დაშლაზე

ლევან იოსელიანმა “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენის დასკვნაში ნათქვამია, რომ აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. “რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ …

ნახვა »

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა. იგი გუშინ ახალ ბულვარში დაშავდა. მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში ბატუტზე მყოფი ბავშვები გაიტაცა და დააზიანა. კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არის მოთავსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის …

ნახვა »

საქართველოდან რუსეთში გასული ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა

საქართველოდან რუსეთში ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გასული ავტომობილების რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაორმაგდა და 1 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული გამოცემები ჩრდილო კავკასიის საბაჟო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებენ.მათი ცნობით, 10 მარტის 06:00 საათის მონაცემებით რუსეთში საქართველოდან გასვლისას 1 788 მსუბუქი ავტომობილი დარეგისტრირდა, რუსეთიდან კი 824 ავტომობილი. ამასთან, ლარსის გამშვებ პუნქტზე ორივე …

ნახვა »

თავდაცვის სამინისტრო – ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ახალი „თავდაცვის კოდექსით“: …

ნახვა »

რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. მათ კი, ვინც საქართველოშია, ურჩევენ თბილისსა და ბათუმის ისტორიულ ცენტრებს მოერიდონ. „რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. თუ უკვე ქვეყანაში იმყოფებით, გირჩევთ თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კონკრეტულად ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს“ – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ნახვა »

თეიმურაზ კუპატაძე: შსს-ს თანამშრომლებს აქვთ დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ

7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიდან ხუთი მათგანი გადის ამ დრომდე მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. აქვთ მძიმე …

ნახვა »

შსს-ს ინფორმაციით, აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია