პოლიტიკა

საზოგადოება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ  2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი. “ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით თუ რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით. ძალიან მიხარია, ის, რომ რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული. 1 …

ნახვა »

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იმისათვის, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის საჭირო რეფორმები და ევროკომისიის 12 პრიორიტეტული მიმართულება განახორციელონ“- განაცხადეს საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტ …

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენმა ფინეთს ნატოს წევრობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ფინეთს ნატოს წევრობა მიულოცა. „ფინეთი ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს. ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი. ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბ-ბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების დროშებს გვერდით უკვე აღმართეს.

ნახვა »

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ლაზარე გრიგორიადისისთვის თმის გადაპარსვის ფაქტი

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მარტის აქციების მიმდინარეობისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განცხადება გაავრცელა. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა “მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს ნების საწინააღმდეგოდ.” პენიტენციური სამსახური ასევე „ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ ლაზარე გრიგორიადისთან ადვოკატი არ შეუშვეს. „2023 წლის …

ნახვა »

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კვირის ბოლოს გადაწყდება რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის აღდგენის საკითხი

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია გზის სიახლოვეს განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა. კვირის ბოლოსათვის ცნობილი გახდება პირველადი შედეგი, რის საფუძველზეც შეფასდება, თუ როდის და როგორ იქნება შესაძლებელი რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა რომ, მეწყრული უბნის შეისწავლიან როგორც ადგილობრივი, ასევე …

ნახვა »

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს დასრულდება

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს, 3 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება. საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს. აბიტურიერტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ძირითად ეტაპზე – 3 აპრილის 18:00 …

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ცერემონიით დახვდნენ. მასთან შესახვედრად მივიდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ​ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის …

ნახვა »

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მედიკოსების საპროტესტო აქცია იმართება

რესპრუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით – “რესპუბლიკური ჩვენი სახლია”. აქციაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ, როგორც კლინიკის მედიკოსები, ასევე მათი კოლეგები.  აქციის მონაწილეები არ იზიარებენ ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყებას და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს. დაგეგმილი სამუშაოების დროს იგეგმება ექიმების სხვადასხვა კლინიკებში განაწილება, რასაც არ ეთანხმებიან მედიკოსები და თვლიან, …

ნახვა »

გარდაიცვალა მსახიობი ზაზა მიქაშავიძე

გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე. ინფორმაციას თუმანიშვილის თეატრი ავრცელებს. „თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე. ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ზაზა მიქაშავიძე დაიბადა 1954 წლის 8 სექტემბერს. გადაღებულია ფილმებში: „კარიერი“, „სახლი ლესნაიაზე“, „მარადისობის კანონი“, „ტერანგი“, „ახალი არკადია“, „ბრავო, …

ნახვა »

ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც საპენსიო ასაკამდე სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები საპენსიო ასაკამდე სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა. კერძოდ, როგორც დადგენილებიდან ირკვევა, შაქტებსა და მაღაროებში დასაქმებული პირები, საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე შეძლებენ პენსიის ოდენობის სოციალური დახმარების მიღებას ყოველთვიურად. დადგენილების მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვთ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია