2022 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.9 წელს შეადგენს. ამასთან, 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3%-ით მეტია წინა წლის …
ნახვა »რესპუბლიკურის ექიმები დირექტორის გათავისუფლებას და ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ექიმები ღარიბაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ კლინიკასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრთან სწორი ინფორმაცია არ მოდის. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, გათავისუფლდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკის რეაბილიტაცია მოხდეს თანამშრომლების სრული და უპირობო შენარჩუნებით. “17 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტელეეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. …
ნახვა »29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება
29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში …
ნახვა »თბილისში 2 აპრილს, 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება
“უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ” – 2 აპრილს, 18:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია უკვე ღიად არის ჩართული ქალთა დემორალიზების, დეჰუმანიზების, დამცირების და გაჩუმების ხელშეწყობაში. “სექსუალური და ფსიქოლოგიური შევიწროების წინააღმდეგ ამხედრებულ ქალებს ღირსების შემლახავ პროპაგანდას უპირისპირებენ და …
ნახვა »გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის
მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის. ადამიანი მოწამლულია, თუ ასე არ არის, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი თვითმკვლელია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ექიმების ახალი კონსილიუმის შექმნაზე იმიტომ თქვა უარი, რომ ერთ-ერთ ექიმად ის ადამიანი დაუსახელეს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას …
ნახვა »ნანა ქადაგიშვილი – შეურაცხყოფა მოგვაყენეს ნორვეგიელებმა, სააკაშვილმა ოჯახის ორი წევრი მომიკლა, მე ციხეში მამყოფა, ქონება ჩამომართვა, ქუჩაში დამტოვა და ის არის დემოკრატიის შუქურა?
შეურაცხყოფა მოგვაყენეს ნორვეგიელებმა, არ ვიცი, ეს ოპოზიციაა თუ პოზიცია, სულ ერთია ჩემთვის, გამობრძანდეს ელჩი და გვითხრას, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ჯილდოს გადაცემა არის თუ არა ნორვეგიის სახელმწიფოს აზრი, – ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა, ნანა ქადაგიშვილმა ნორვეგიის საელჩოსთან აქციაზე განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები ნორვეგიის საელჩოსთან აქციას მართავენ. როგორც …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს განმეორებით ეძალადება, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა
შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქალზე ძალადობისა და, კიდევ უფრო, მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კატეგორიულად გმობს ყოველგვარ შევიწროვებას, სიტყვიერ თუ ფიზიკურ თავდასხმას. „გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. …
ნახვა »სახალხო დამცველი – თანადგომას ვუცხადებ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს, გამოვთქვამ მზადყოფნას, სურვილისა და მომართვის შემთხვევაში შევისწავლოთ მათი ინდივიდუალური საქმეები
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს, რაც ამ გახმაურებას მოყვა“. „სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის …
ნახვა »პრემიერი – 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები – თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი 94%-მდე გაიზარდა
2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი …
ნახვა »კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. სააგენტოს ცნობით, ეს ეხება ბოლო პერიოდში, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. “მოკვლევას საფუძვლად დაედო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია …
ნახვა »