პოლიტიკა

საზოგადოება

ვარკეთილში პიტბულმა 3 ადამიანი დაგლიჯა

ვარკეთილში პიტბულმა 3 ადამიანი დაგლიჯა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად ძაღლი ჯერ პატრონს დაესხა თავს, შემდეგ კი მეზობლებს, რომლებმაც დახმარება სცადეს. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები, ძაღლი კი ლიკვიდირებულია.

ნახვა »

ქედაში ტურისტული ავტობუსისა და მიკროავტობუსის შეჯახებას ტურისტები ემსხვერპლნენ

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილია ორი ადამიანი. ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გარდა ამისა, დაშავებულია ოთხი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ. ადგილობრივების თქმით, კიდევ ორ ადამიანს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება. …

ნახვა »

პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 22 სექტემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა

ზემო ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე, 22 სექტემბრის დილის 06:00 საათის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Forbes.ru რუსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, ერთი დღით ადრე ანუ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე, რუსეთიდან საქართველოში შესული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 1 261 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, …

ნახვა »

წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი – 22-25 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში …

ნახვა »

კახა კალაძე – დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს

დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების მართვის გეგმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მერიამ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები მიუსაფარი ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირების თვალსაზრისით და აღნიშნულ საკითხზე კომპლექსურ მუშაობას, არასამთავრობო სექტორთან …

ნახვა »

დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პრეპარატებიდან ერთ-ერთია. ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრა რისკჯგუფებისთვის უფასო იქნება. …

ნახვა »

ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პოლიციამ მძევლები უკვე გამოკითხა. „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ნახვა »

ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია

კაცი, რომელმაც ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა დაკავებულია. ყველა მძევალი გათავისუფლებულია, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

ნახვა »

„საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს

შეიარაღებული პირი, რომელიც ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა, ახალ პირობებს ასახელებს. როგორც ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მძარცველი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს. ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვს და აცხადებს, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები …

ნახვა »

ქუთაისში, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ამბობს, რომ შენობა დანაღმულია, ითხოვს $2 მლნ-ს – ვიდეო

ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეჭრილი ამბობს, რომ შენობა დანაღმულია. მას მძევლები ყავს აყვანილი და $2 მილიონს ითხოვს.  სამართალდამცველებს მან ამისთვის დრო 15:00 საათამდე მისცა. მოთხოვნა მან ერთ-ერთი მძევლის ფეისბუქ ლაივ-ვიდეოში გაახმოვანა. ვიდეოში ის მიუთითებს ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე აქვს მიმაგრებული.   თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა და ნიღაბი უკეთია.   

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია