პოლიტიკა

საზოგადოება

ბორჯომში ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. „რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე …

ნახვა »

პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც თავში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მკურნალობდა, გარდაიცვალა

პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც თავში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია პატიმრის ბიძამ ოთარ გიორგბერიძემ დაუდასტურა. 28 წლის გურამ სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 …

ნახვა »

DJ „დინჯი“ გარდაიცვალა

ქართველი რადიო და საკლუბო დიჯეი, პროდიუსერი არჩილ ბუბუტეიშვილი, რომელსაც საზოგადოება DJ „დინჯის“ სახელით იცნობდა, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. არჩილ ბუბუტეიშვილი 1994 წლიდან რადიოკომპანიაში „რადიო 105“ მუშაობდა. ამავე წელს, შედგა მისი საეთერო დებიუტი, სადაც პირველად გამოჩნდა ფსევდონიმით „MC“, მოგვიანებით კი DJ „დინჯის“ სახელით გაააგრძელა მუშაობა. არჩილ ბუბუტეიშვილი მძიმე სენს ებრძოდა.

ნახვა »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის გამო ტყის ხანძრების მომატებულ რისკთან დაკავშირებით აფრთხილებს

”შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის …

ნახვა »

გალილეო გალილეის ცნობილი ხელნაწერი სინამდვილეში ყალბი აღმოჩნდა

ხელნაწერი დოკუმენტი, რომელიც მიიჩნეოდა, რომ გალილეო გალილეის ეკუთვნოდა, სინამდვილეში ყალბია. ამის შესახებ მიჩიგანის უნივერსიტეტი იუწყება. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის განცხადების მიხედვით, ქაღალდის ეს ერთი ფურცელი მათი კოლექციის საგანძურში შედიოდა. თუმცა, ისტორიის პროფესორის მიერ ჩატარებული შიდა მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის ყალბია: ქაღალდზე არსებული ჭვირნიშნები მე-18 საუკუნეზე უფრო ადრეული არ არის, ანუ, შესრულებულია …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. „დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა. უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. საქართველო და უკრაინა არიან ახლო, მოძმე ერი, ერთი და იმავე ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი …

ნახვა »

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით გავრცელდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით გავრცელდა. ხანძარი უკვე აწყურის ციხეს ჩამოსცდა და დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა. მიუხედავად ძლიერი დაკვამლიანებისა, ვერტმფრენები მუშაობას განაგრძობენ. ამ ეტაპზე ადგილზე საშუალო სიმძლავრის ქარია. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. დღეიდან პროცესში ასევე ერთვებიან თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები.

ნახვა »

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან

საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება. ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ …

ნახვა »

დღეს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან უკრაინის მხარდამჭერთა მსვლელობა გაიმართება

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით უკრაინელებისა და უკრაინის მხარდამჭერთა მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა ტარდება საერთაშორისო კამპანიის #IndependenceInMyHeart (დამოუკიდებლობა ჩემს გულში) ფარგლებში. ღონისძიება ერთდროულად დაგეგმილია მსოფლიოს 24 ქვეყანაში, 51 ქალაქში. 19:00-19:30 – მონაწილეთა შეკრება პირველი რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედის მონუმენტთან;19:30 – მსვლელობის დაწყება;19:30-20:00 – მსვლელობა რუსთაველის გამზირზე …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ კონსტიტუციის დღეს, საქართველოს კონსტიტუცია და მასში ასახული ფასეულობები არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. „27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. საქართველოს კონსტიტუცია და მასში ასახული ფასეულობები არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტი. ყველას გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია