პოლიტიკა

საზოგადოება

ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომში, ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო ძალების პირველი მორეაგირე ჯგუფები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში დაკვამლიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ და ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები დაიწყეს. რთული კლდოვანი რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით …

ნახვა »

თენგიზ ცერცვაძე – თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის წერილში. როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ბოლო თვეებში მატების შემდეგ მსოფლიოში შეინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილიზაცია. „დღეში საშუალოდ ფიქსირდება ერთ მილიონამდე COVID-19-ის ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის …

ნახვა »

მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში მეუფე შიომ ღვთისმსახურება ჩაატარა

მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ ღვთისმსახურება ჩაატარა. ტაძარში ასევე აკურთხეს ხილი. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვა და ლოცვა-კურთხევა გადასცა. “გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ჩვენც ისე ვიცხოვროთ ამ წუთისოფლის წყვდიადში, რომ …

ნახვა »

მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს

უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს. ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ძმები მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ნახვა »

N10 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება

N10 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა 1000 მ2 -ზე მოეწყობა და პროექტში ჩაერთვებიან მსჯავრდებულები, რომლებიც დასაქმების შედეგად, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაზრდილ შემოსავალთან ერთად, ლოკოკინების ფერმაში დასაქმება მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს და ამასთანავე, მათ შესაძლებლობას მისცემს ახალი პროფესიული …

ნახვა »

მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ …

ნახვა »

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა. მისი განცხადებით, ბერდია ჯოხაძე საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა. როგორც გიორგი ზაქარაშვილი აღნიშნავს, ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, ის რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების …

ნახვა »

მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში ექვსი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

მარტვილის სოფელ ხუნწში, გაუჩინარებული ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა, საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, მოზარდის ცხედარს მდინარეში მიაკვლიეს. 6 წლის მოზარდი გუშინ იმ დროს გაუჩინარდა, როცა ის ბაბუასთან და უფროს ძმასთან ერთად მდინარე ცხენისწყალში საბანაოდ იმყოფებოდა. ბავშვის საძიებო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან და მყვინთავებთაბ ერთად ჩართული იყვნენ ადგილობრივებიც.

ნახვა »

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 38 წლის გახდებოდა

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ის 38 წლის გახდებოდა. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, …

ნახვა »

მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარის ნაპირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მაშველები იმყოფებიან და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია