პოლიტიკა

საზოგადოება

32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 77% გახდა სტუდენტი. „2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო …

ნახვა »

ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია და ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება

ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია – ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება. სამუშაოები სამ სექტორადაა დაყოფილი და ისინი ყველგან დასკვნით ეტაპზეა. ღია და რთული კერები აღარ არსებობს და მხოლოდ მცირე და მხრჩოლავი კერებია დარჩენილი. ამ დროისთვის, მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა, გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და …

ნახვა »

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნეს, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ასევე ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაცია.

ნახვა »

დიდუბეში ხანძარია

დიდუბეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ტერიტორიაზე, საწყობში გაჩნდა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ნახვა »

შავნაბადას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო

შავნაბადას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში თურქეთის ავიაცია ჩაერთო. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს. შავნაბადას ტყესა და მინდორში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებისთვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. ხანძარია ტერიტორიაზე არსებულ ტყესა და მინდორში.

ნახვა »

ხანძარი ძამას ხეობაში – დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარია. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ინფორმაციით, დამწვარია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გავრცელების ფართობი. ფოტო: imedinews.ge

ნახვა »

ოდესის ლიტერატურულ ფესტივალს წელს ბათუმი უმასპინძლებს

საქართველო ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალს უმასპინძლებს: 2022 წლის 5-8 ოქტომბერს უკრაინული ფესტივალი ქალაქ ბათუმში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და მთელ მსოფლიოზე მისი გავლენა იქნება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ამ ფესტივალით მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის. ფესტივალის ფარგლებში ქალაქი …

ნახვა »

ილია მეორე – კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის

კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობელისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. „ყველას გილოცავთ მარიამობას. დღეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა. შესთხოვეთ რაც გიჭირთ …

ნახვა »

თბილისში, იტალიურ ეზოში აივანი ჩამოინგრა – დაღუპულია 74 წლის ქალი

თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 74 წლის ქალი დაიღუპა. ჩიქობავას 5 ნომრის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების და ქალის კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია და სჭირდება რეაბილიტაცია. მათი თქმით, …

ნახვა »

სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ილია მეორე აღავლენს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს. მღვდელმთავრებთან ერთად, სიონის ტაძარშია ილია მეორის მოსაყდრე შიოც (მუჯირი).

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია