ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით გავრცელდა. ხანძარი უკვე აწყურის ციხეს ჩამოსცდა და დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა. მიუხედავად ძლიერი დაკვამლიანებისა, ვერტმფრენები მუშაობას განაგრძობენ. ამ ეტაპზე ადგილზე საშუალო სიმძლავრის ქარია. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. დღეიდან პროცესში ასევე ერთვებიან თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები.
ნახვა »ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან
საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება. ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ …
ნახვა »დღეს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან უკრაინის მხარდამჭერთა მსვლელობა გაიმართება
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით უკრაინელებისა და უკრაინის მხარდამჭერთა მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა ტარდება საერთაშორისო კამპანიის #IndependenceInMyHeart (დამოუკიდებლობა ჩემს გულში) ფარგლებში. ღონისძიება ერთდროულად დაგეგმილია მსოფლიოს 24 ქვეყანაში, 51 ქალაქში. 19:00-19:30 – მონაწილეთა შეკრება პირველი რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედის მონუმენტთან;19:30 – მსვლელობის დაწყება;19:30-20:00 – მსვლელობა რუსთაველის გამზირზე …
ნახვა »შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ კონსტიტუციის დღეს, საქართველოს კონსტიტუცია და მასში ასახული ფასეულობები არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. „27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. საქართველოს კონსტიტუცია და მასში ასახული ფასეულობები არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტი. ყველას გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
ნახვა »სამი მექსიკელი აშშ-ში უკანონოდ შესვლას ბუჩქების კოსტიუმებით ცდილობდა
აშშ-ის ქალაქ ელ-პასოს მახლობლად მესაზღვრეების პატრულმა დააკავა სამი მექსიკელი, რომლებიც აშშ-ში უკანონოდ შესვლას ბუჩქების კოსტიუმებით ცდილობდნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. „პირები, რომლებიც აშშ-ში უკანონოდ შედიან, ხშირად მიმართავენ ექსტრაორდინარულ ტაქტიკას. მადლობას ვუხდით აგენტებს ამ სამი მიგრანტის დაკავებისთვის“, – წერს Twitter-ზე ადგილობრივი სასაზღვრო სამსახურის უფროსი გლორია ჩავესი.
ნახვა »კვლევა: დაინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ, კორონავირუსმა შეიძლება ტვინთან დაკავშირებული დარღვევები გამოიწვიოს
„კორონავირუსი მნიშვნელოვნად ზრდის დემენციის, ფსიქოზისა და გონების დაბინდვის სინდრომის (კოგნიტური დეფიციტის) განვითარების რისკს ინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ“, – ამის შესახებ დაავადების ნევროლოგიური და ფსიქიატრიული ეფექტების შესახებ ჩატარებულ პირველ ვრცელ კვლევაშია აღნიშნული. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. კვლევის თანახმად, გრძელვადიანი ეფექტები ნაკლებად ვლინდება ბავშვებში, თუმცა, ამ კატეგორიაში, ინფექცია ეპილეფსიის რისკს აორმაგებს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორი წლის წინ ინფიცირებული 1.25 მილიონი ადამიანის …
ნახვა »წინარეხი-ქვათახევის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მალე დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. გზა გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მისი გამართული ფუნქციონირება …
ნახვა »ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი და სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო, სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. „ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური …
ნახვა »ვახტანგ გომელაური – ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში დაახლოებით 1 200 კაცზე მეტი მონაწილეობს, მობილიზებულია ტექნიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრის თქმით, ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში დაახლოებით 1 200 კაცზე მეტი მონაწილეობს, მობილიზებულია ტექნიკა, თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები იქნება. “ყველა კერა ჯერ, რა თქმა უნდა, ლოკალიზებული არ არის, მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ქარი იყო და …
ნახვა »ჩოხატაურში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
ჩოხატაურში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია თავდაპირველად გურიანიუსმა გაავრცელა. მათი ცნობით, დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში ამბობენ, რომ მოზარდი შეყვანისას, ფაქტობრივად, უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ნახვა »