პოლიტიკა

საზოგადოება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუცია სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად

ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუცია სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშშია ნათქვამი. აქვე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე ინსპექტირების დროს. „საერთაშორისო სავალუტო ფონდი, …

ნახვა »

შსს-მ ცხვარიჭამიაში მკვლელობის ფაქტზე შვიდი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში მკვლელობის ფაქტზე შვიდი პირია დაკავებული. მათივე ცნობით, დაკავებულები არიან პირები, რომლებიც გუშინ ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. მკვლელობა ცხვარიჭამიაში მოხდა, სადაც ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მოკლულია 20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სავარაუდოდ გულის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გუშინ გვიან ღამით არაერთი …

ნახვა »

მეგი გოგიტიძეს მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გაუუქმეს

მეგი გოგიტიძეს მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გაუუქმეს. არსებული ინფორმაციით, მიზეზი ქართულ მედიასთან მისი თავის მართლებაა, რომ რუსეთში პუტინის წინააღმდეგ იმღერებს. ოკუპანტმა ქვეყანამ კი მას ეს განცხადება არ აპატია. შეგახსენებთ, რომ მეგი გოგიტიძეს რუსეთში 6 აგვისტოს უნდა ემღერა, რამაც ქართულ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო კი, მომღერალს თავის მართლება მოუწია. გაუქმებულ კონცერტს …

ნახვა »

ზელენსკი დემნა გვასალიას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია ჩვენი ფანდრაიზინგის პლატფორმის „United24“-ის ელჩი გახდა „უკრაინის აღდგენის“ მიმართულებით, რათა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმაროს. Balenciaga-მ სპეციალური სვიტერი შექმნა პლატფორმის მხარდასაჭერად. ასეთი სვიტერების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% გადაირიცხება „უკრაინის აღდგენის“ მიმართულებით. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის!“ …

ნახვა »

ნიკა მელია: როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით

ნიკა მელია მხარდამჭერებს მიმართავს: “ფეისბუკზე ორკესტრირებულად ისმის კითხვები – სად არის პარტია, რას აკეთებთ, რას აპირებთ, მოიფიქრეთ მიხეილ სააკაშვილის დახსნის მექანიზმი.  განზრახ მავნებლებთან საუბარს არც ვაპირებ, მინდა მივმართო ჩვენი პარტიის ამომრჩევლების იმ ჯგუფს, რომლებიც დიდ პატივისცემას იმსახურებენ და გულწრფელად არიან შეწუხებულები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით და და უნებლიედ ხდებიან ამ პროცესის …

ნახვა »

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ცნობილია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის, კერძოდ: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია და თამარ ალფაიძე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოთქვა: ქრისტინე ქაჯაიამ, სიმონ პარუნაშვილმა, ლევან ისაკაძემ , თამაზ ფოლადაშვილმა, მაია ზარიძემ, გია ცაცაშვილმა და რუსუდან ქურდიანმა. ცნობისთვის, …

ნახვა »

ხვალ თბილისის ნაწილს შუქი მთელი დღით შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:  საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, კვაჭაძის, ვარაზის და ბიწაძის ქუჩების …

ნახვა »

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 10:39 საათზე, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მანამდე კი, იმავე ტერიტორიაზე მომხდარმა მიწისძვრამ, 03:48 საათზე, 4.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ნახვა »

რუსეთში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ტუიმაზის რაიონის სოფელ ვოზდვიჟენკაში მოხდა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მეხი ეკლესიის გუმბათს დაეცა, რამაც ხანძარი გააჩინა. ხანძრის ქრობის პროცესში 25 მეხანძრე და 9 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნახვა »

კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო, „დომინოს“ პროდუქციის გაყიდვიდან ამოღება დაევალა

კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო „დომინოს“ პროდუქციის ამოღება დაევალა – ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 ივლისს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება (2022.4294), რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა ჩინური …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია