დღეს, თბილისის დროით 13:11 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიდიდემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. სწისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამებაა.
ნახვა »გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაკრძალეს
გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაიკრძალნენ. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, მათ ოჯახებს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა. დაკრძალვის ცერემონიამდე თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო …
ნახვა »რუსეთის პატრიარქმა წერილში ილია II-ის ტიტულში ბიჭვინთის მიტროპოლიტის წოდება არ ახსენა
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია II-ს სინოდის წევრის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა, შესაბამის წერილში კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული სრულად არ გადმოსცა. კერძოდ, მან არ ახსენა ბიჭვინთა. 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. რუსეთის პატრიარაქის წერილში კი ნათქვამია: უწმიდესი და უნეტარესი ილია …
ნახვა »გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 8 ადამიანის ცხედარი სამების ტაძრიდან გამოასვენეს
გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 8 ადამიანის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. დაღუპულებს საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. ტრაგიკულად დაღუპულებს დღეს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პოლიტიკოსებმა. ასევე, დაღუპულებს პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც …
ნახვა »ქვეყნის პირველმა პირებმა გუდაურში ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელ სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა პოლიტიკოსები მივიდნენ. გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები დილიდან სამების საკათედრო ტაძარში არიან დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა …
ნახვა »ილია მეორე გუდაურში დაღუპულებზე – მათ სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია – მათი უკვდავი სულებისთვის ლოცვებს აღვავლენთ
სამების საკათედრო ტაძარში, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. იქამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. „დიდია ჩვენი გულისტკივილი ამა წლის, 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების …
ნახვა »პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვდნენ
გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული: ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, სამაგალითო, თავგანწირული …
ნახვა »ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, მცირდება საპარკინგე ადგილები, მათ ადგილზე კი გამწვანებული და სპორტული ზონები განთავსდება. კახა კალაძის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე …
ნახვა »სამების საკათედრო ტაძარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულების პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში გუდაურთან გარდაცვლილი მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო წირვას აღავლენს, რის შემდეგაც სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ტრაგედიას, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, – მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან …
ნახვა »დიღმის მასივის მე-3 კვარტალში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა
დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, დაახლოებით, 13 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა, სადაც სპორტული და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია მ. მესხის სახელობის საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“. „მინდა, სასიამოვნო სიახლე მოგაწოდოთ, განსაკუთრებით, დიღმის მასივში მცხოვრებ ადამიანებს: დიღმის …
ნახვა »