პოლიტიკა

საზოგადოება

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპერსპექტივა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს არის იმის საფუძველზე გაკეთებული, …

ნახვა »

ალექსი ბატიაშვილი – საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს

ალექსი ბატიაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების, რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე-ფაქტო რეჟიმების უკანონო აქტივობების შესახებ ისაუბრა. როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური …

ნახვა »

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი – წელს საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზრდება

საქართველოს ეკონომიკის ზრდის განახლებული პროგნოზი – პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 6.7% იქნება, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია საბიუჯეტო ოფისის წინა პროგნოზთან შედარებით. საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გამოცოცხლდება ტურისტული სექტორიც 2021 წელთან შედარებით. ამასთან, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, …

ნახვა »

CROSTY სასაქონლო ნიშნის – “თავისუფლების” გამოყენებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ფეხსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი CROSTY სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. გთავაზობთ ბრენდის კომენტარს: „CROSTY დაარსებიდანვე მიისწრაფვის გლობალური ბაზრისკენ. ინტელექტუალური საკუთრება კი არის ის ერთ-ერთი საფუძველი, რომელზეც ნებისმიერი წარმატებული საერთაშორისო ბრენდი დგას. სასაქონლო ნიშანი „თავისუფლება“ გამოხატავს იმ ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც წარმოადგენს ბრენდის იდენტობას 2015 წლიდან. განვმარტავთ, რომ „ქროსთის“ მოქმედებები არ არის …

ნახვა »

სალომე სამადაშვილი – პრეზიდენტს შეუძლია 20 ივნისს დაგეგმილ შეკრებას შეუერთდეს

”ლელოს” პოლიტიკური მდივანი პრეზიდენტის მისამართით განმარტავს, რომ 20 ივნისს დაგეგმილი ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია პოლიტიკური არაა და სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ამ შეკრებას შეუერთდეს. სამადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა საკუთარი საკონსტიტუციო პრეროგატივა გამოიყენოს, რათა არსებულ ვითარებაში პოზიტიური ცვლილება შეიტანოს. მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ანტიდასავლური რიტორიკა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხრიდან აპელირებს იმაზე, …

ნახვა »

თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში მთაწმინდის რაიონში, კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ქუჩის გახსნას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სერგო ფარაჯანოვის მეგობრები და ახლობლები დაესწრნენ. ქუჩის გახსნაზე საკრებულოს წევრებმა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა და სერგო ფარაჯანოვის მეგობრებმა სამისამართე აბრები დაამონტაჟეს. კინორეჟისორ სერგო …

ნახვა »

ეროვნული ბანკის პასუხი არახამიას – გამორიცხულია!

საქართველოს ეროვნულ ბანკში დავით არახამიას ბრალდებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ გამორიცხულია სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. სებ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს …

ნახვა »

რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 889%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობამ მაისში ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $500 მლნ-იან ზარს გადააჭარბა. გზავნილების 62% – $314 მლნ რუსეთიდან განხორციელდა. საქსტატის ცნობით, რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხის მოცულობამ მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 889%-ით გაიზარდა. 2013-2021 წლებში რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 3-ჯერ 56%-დან 18%-მდე შემცირდა. კლების ტენდენცია 2022 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა …

ნახვა »

სამების საკათედრო ტაძრის გუნდი სიქსტის კაპელაში კონცერტს გამართავს

პირველად ქვეყნის ისტორიაში –  სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, 26 ივნისს სიქსტის კაპელაში კონცერტს გამართავს. 29 ივნისს კი, როდესაც რომის პაპი საზეიმო მესას აღავლენს, მისი დასრულების შემდეგ, ილია მეორეს “ავე მარია” და სავარაუდოდ “შენ ხარ ვენახი” შესრულდება. ”დიდი პატივი და სიხარული …

ნახვა »

სატრანსპორო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება

20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში,  პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა  ხალხმრავალ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია