პოლიტიკა

საზოგადოება

ნინო ლომჯარია – 8 აგვისტო მოდის და რატომ უკვირთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუღებელია აგრესია თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. მისივე თქმით, თუ დაინახავენ, რომ მსგავსი პრობლემა არსებობს, თითოეულ შემთხვევას გამოეხმაურებიან და დაგმობენ. ნინო ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს: „დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი როცა ღვივდება, პირველივე დღეს უნდა გამოეხმაუროს …

ნახვა »

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 წლის მოზარდი კი მძიმედ დაშავდა

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 12 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავტომობილი ბებიასა და შვილიშვილს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ. შეჯახების შედეგად, 60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 წლის მოზარდი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ …

ნახვა »

“გვემუქრებიან, რომ 2008 წელს მოგვანატრებენ” – რუსეთის მოქალაქეების თავდასხმა დედაენის ბარზე

დედაენის ბარის მფლობელი დათა ლაფაური აცხადებს, რომ ინტერნეტ სივრცეში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბარზე თავდასხმა მიმდინარეობს. ლაფაურის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ბარზე უარყოფით შეფასებებს როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე Google Map-ის აპლიკაციაში მასობრივად წერენ. ლაფაური ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ბარის შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და გარდა ამისა, საქართველოსადმი მუქარის შემცველ კომენტარებს წერენ. „დეზინფორმაციას ეწევიან, რომ თურმე …

ნახვა »

კახა კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება – ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა

თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებს ადგილზე გაეცნო. ცვლილებების თანახმად, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, მოეწყობა გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის. თბილისის მერის …

ნახვა »

აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა. ე.წ. საკონტიტუციო სასამართლოს აპარატის დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი იურიდიულად გამართული არ იყო, რადგან განმცხადებელმა მიმართვაში უნდა მოიყვანოს თავისი პოზიცია დადგენილ საკითხზე და წარმოადგინოს მისი სამართლებრივი საფუძველი. დე ფაქტო პარლამენტს შეუძლია 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს …

ნახვა »

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ბავშვის დედის განცხადებით, 7 წლის ბიჭს ანესთეზიის ზედმეტი დოზა გაუკეთეს. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უროლოგიის ეროვნული ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამედიცინო და ფარმაცევტული …

ნახვა »

მამუკა ონაშვილს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

მამუკა ონაშვილს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გამოსვენება 14 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან მოხდება. 55 წლის მამუკა ონაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. …

ნახვა »

მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირება იყო – არის მსხვერპლი

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მთიან ყარაბაღში ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის პოზიციების დაბომბვის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა. როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „trend“-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, სომხური საარტილერიო ბატალიონი …

ნახვა »

სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა იცვლება

სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპროდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღება მოხდა სამომხმარებლო სესხზე გაზრდილი მოთხოვნის გამო. „სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების …

ნახვა »

ქუთაისში 58 წლის ქალი დედა გახდა

ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში კიდევ ერთი უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა. 58 წლის ქალბატონი დედა გახდა. დაიბადა მამრობითი სქესის გაბრიელ არველაძე. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია