პოლიტიკა

საზოგადოება

მეუფე ანტონი – სოსო გოგაშვილს მინდა ვკითხო: რატომ სოსო? უცებ როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელსაც ემსახურებოდა? 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილის მოინახულებს. როგორც მეუფე ანტონმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა, მას კითხვები აქვს სოსო გოგაშვილთან, თუ რატომ დაუპირისპირდა სისტემას, რომლის ნაწილიც თავად იყო. „ვეცდები, რომ მას შევხვდე და ალბათ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო – …

ნახვა »

მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს

მომღერალი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს მართავს. ამის გამო, ბათუმში მდებარე კლუბ Sector 26 -მა 24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც მეგი გოგიტიძეს უნდა ემღერა, გააუქმა.

ნახვა »

მიხეილ სარჯველაძემ ევროპული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია წარუდგინა

მიხეილ სარჯველაძემ 12 პუნქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა: ”როგორც ცნობილია, ევროკომისიის გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოსთვის განისაზღვრა 12 ამოცანა იმავე გადაწყვეტილებით დადასტურებული ევროპული პერსპექტივის შემდგომი პროგრესის უზრუნველსაყოფად. ამ ამოცანათა შორის მე-11 გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას, რომლის შედეგადაც წახალისდება და გაიზრდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მეშვეობით დამკვიდრებული პრაქტიკის გამოყენება საქართველოს სასამართლოების იურისპრუდენციაში. როგორც …

ნახვა »

პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალები ძვირდება

პირველი აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალების ღირებულება იზრდება – ამის შესახებ მთავრობამ დადგენილება 18 ივლისს გამოსცა. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება. საქართველოს მთავრობის დადგენილებითვე, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 …

ნახვა »

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს, როგორ დაიცვან ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება პატარების ჯანმრთელობაზე, ვინაიდან ძლიერმა სიცხემ შესაძლოა ,გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. „ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, როგორიც შეიძლება იყოს ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, შეიძლება …

ნახვა »

საბერძნეთში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება, მიმდინარეობს ადგილობრივების ევაკუაცია – ვიდეო

საბერძნეთში, კონკრეტულად კი პენდელში, ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. ამის გამო ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრთხეშია პენდელის ბავშვთა საავადმყოფოც, საიდანაც 36 ბავშვი და მომსახურე პერსონალი უკვე გაიყვანეს. შეგახსენებთ, პენტელის რაიონში მეხანძრეები მეორე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან.

ნახვა »

სად ატარებს ზაფხულს ილონ მასკი – სოციალურ ქსელში მილიარდერის ფოტოები ვრცელდება

ილონ მასკი ზაფხულს საბერძნეთში ატარებს და მდიდრულ იახტაზე კოქტეილებს შეექცევა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ტაბლოიდების ცნობით, იახტის ფასი, რომელზედაც მასკი მეგობრებთან ერთად იმყოფება  20 000 დო­ლა­რია.

ნახვა »

მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა

მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ქალს ჭრილობა ცივი იარაღით, ფილტვის არეში მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა. ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს.

ნახვა »

საბერძნეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საბერძნეთში არსებული ხანძრების გამო, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გავრცელებული მითითების შესრულებას სთხოვს. „ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში არსებული ხანძრის გამო, მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში, ევაკუაციის მოთხოვნებს, აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდირებულია, დახუროთ კარებები და ფანჯრები. შეგახსენებთ, …

ნახვა »

კარლ ჰარცელმა საქართველოში მისია დაასრულა – ვიდეო მიმართვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე მეტე ჰარცელი საქართველოს მოქალაქეებისადმი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებენ. „დადგა დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია