პოლიტიკა

საზოგადოება

ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვედრა გაიმართა. ორ სულიერ ლიდერს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობას. საქართველოს პატრიარქმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე მსახურების 40 წლის აღსანიშნავად და ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების …

ნახვა »

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს აძვირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილება ბოლო წლებში გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯების შედეგია. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი – 34 ლარი; პირველი კლასი – 74, 00 ლარი; ბიზნეს კლასი – 124 ლარი; …

ნახვა »

დამუქებული მინები, „დრიფტი“, ხმაურის დონე – რა ჯარიმებს ითვალისწინებს შსს-ს მიერ შემუშავებული ცვლილებები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრომ, პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები შეიმუშავა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულია ცვლილებები: • დასჯადი …

ნახვა »

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ჯაშუშების ნახევარი დაკარგა

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ჯაშუშების ნახევარი დაკარგა. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის MI6-ის ხელმძღვანელმა რიჩარდ მურმა განაცხადა. ესენი არიან ნატოს ქვეყნებიდან გაძევებული ეგრეთ წოდებული დიპლომატები, რომლებიც რეალურად მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებში მრავალი წლის განმავლობაში, ასევე უკანონო ჯაშუშები. სულ 400-მდე ადამიანია. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამან გაანახევრა რუსეთის ჯაშუშობის შესაძლებლობები. ის ასევე იმედოვნებს …

ნახვა »

დოლარი ისევ გაუფასურდა – ნახეთ, ვალუტის ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7986 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8045 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8456 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8567 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ნახვა »

„უფრო სასარგებლოა, ვიდრე კოკა-კოლა“ — პუტინს რუსეთში ივან-ჩაის პროდუქციის გაძლიერება სურს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ მცენარეული სასმელი ბევრად ჯანსაღი და სასარგებლოა, ვიდრე კოკა-კოლა, რომელიც მისივე აზრით, „მხოლოდ ქიმიაა“. სწორედ ამიტომ, პუტინი სოფლის მეურნეობის მინისტრს, დიმიტრი პატრუშევს რუსული წარმოების სასმeლის, „ივან ჩაის“ წარმოების განვითარებას ავალებს. ცნობისთვის, კოკა-კოლამ რუსული ბაზარი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ დატოვა. 

ნახვა »

დაფიქსირდა მომაკვდინებელი ინფექცია

„რამდენიმე საათის წინ პოლიომიელიტის შემთხვევა გამოვლინდა ნიუ-იორკის გარეთ და დადასტურდა ფედერალური ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერ”,- ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ავრცელებს. „ეს არის დაავადების პირველი ცნობილი შემთხვევა ქვეყანაში სულ მცირე 30 წლის განმავლობაში. ტესტირებამ აჩვენა, რომ როკლენდის ოლქის შემთხვევა უცხოეთიდან დაბრუნებულ პიროვნებას დაუდგინდა“,- წერს …

ნახვა »

საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს – ჰუბერტ ქნირში

“საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება, საყვედურებსა და პოლემიკას აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი” – საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ამის შესახებ გუშინ საღამოს, მიღებაზე გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. “თუ შეიძლება ერთი რამ ვისურვო, არის ის, რომ საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს. არავის მისცეთ …

ნახვა »

ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს

ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება, რომელიც ევროპოლის წარმომადგენლის, იან ოპ ჰენ ოორტის კომენტარს ავრცელებს. მისი თქმით, შავ ბაზარზე დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღითა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის შემთხვევები. ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მძიმე სამხედრო შეიარაღებით ვაჭრობის ნიშნები. თუმცა, ევროპოლის წარმომადგენელი არ აზუსტებს, რა ტიპის იარაღზეა საუბარი. „არსებობს …

ნახვა »

გოგაშვილი: მაპატიეთ ჩემი ახირება, რის გამოც აგაფორიაქეთ, მაგრამ ეგეთი ჯიუტი კამეჩი ვარ, ხომ იცით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი Facebook-ზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მამის მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მშვიდობა მოკეთეებო. აი მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა ჩემო წმინდა ოჯახო. მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. თქვენ თუ მაგრად და ერთად იდგებით, მე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია