ნაპოლიში დაიბადა პირველი ბავშვი სახელად ხვიჩა. ამის შესახებ ნაპოლის სპორტული გამოცემა Spazionapoli წერს. დანიელ ხვიჩა ასე ქვია ახალშობილს. მისმა მშობლებმა ერთობლივად შეარჩიეს შვილისთვის ეს სახელი, რადგანაც ორივე ნაპოლის საფეხბურთო გუნდის გულშემატკივარია. „მე ნაპოლის დიდი გულშემატკივარი ვარ და როგორც მიხვდებოდით, მამაჩემიც ასეთი იყო. 1986 წელს დავიბადე და დიეგო არმანდო მარადონას პატივსაცემად, მეც არმანდო დამარქვეს. …
ნახვა »ხვიჩა კვარაცხელია კონტინენტების მიხედვით ტოპ 3 ფეხბურთელს შორის დაასახელეს
Lookცნობილი გავლენიანი სტატისტიკური კომპანია Transfermarkt კონტინენტების მიხედვით ტოპ 3 ფეხბურთელს გვთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 3 ფეხბურთელს შორის მოხვდა. მასთან ერთად საუკეთესოთა შორის ერლინგ ჰალანდი და კილიან მბაპე არიან. აფრიკის კონტინენტის ტოპ მოთამაშეებს შორის კი, ვიქტორ ოსიმენი მოხვდა.
ნახვა »ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯამლეტ ხუხაშვილი 1944 წლის 13 აპრილს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მწვრთნელთა აკადემია. 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ …
ნახვა »0:4 ნაპოლი სახლში მილანთან დამარცხდა
საკუთარ მოედანზე 0:4 დამარცხდა მილანთან, თუმცა კვარასცხელიას გუნდი კვლავ რჩება იტალიის ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად 71 ქულით. ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო იყო თავის თანაგუნდელთა რიგებში და კარგი შეფასება დაიმსახურა. ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე იგივე მილანთან 2 ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება. ნაპოლი იტალიის ჩემპიონატში, შემდეგ გასვლით თამაშს 7 აპრილს ლეჩესთან გამართავს, ხოლო …
ნახვა »რუს და ბელარუს სპორტსმენებს ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ
რუს და ბელარუს სპორტსმენებს ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ისინი არ დაუშვებენ, რომ თამაშებში მონაწილეობა მიიღონ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის სპორტსმენებმა. “კრაკოვის ევროპულ თამაშებზე რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის წარმომადგენელი სპორტსმენები არ იქნებიან. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მიუხედავად დიპლომატიური პროცედურებისა, რომელიც ახლა ჩნდება”, – თქვა ევროპული …
ნახვა »საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა გუნდის წევრი ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია
ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 81 კგ. წონით კატეგორიაში ლევან ოჩიგავამ ატაცში ჯერ – 137, შემდეგ კი 143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 172, 176 და 179 კგ. დააფიქსირა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ლევან ოჩიგავამ ჩემპიონობა ორჭიდის ჯამშიც იზეიმა – მისი შედეგი 322 კგ-ია.
ნახვა »ნორვეგიის ნაკრებთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბათუმში, ევროპის 2024 წლის შესარჩევ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგნელობა: საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე, კაშია (კაპ), კვირკველია, ტაბიძე, აზაროვი – კვეკვესკირი, აბურჯანია – დავითაშვილი, კვარაცხელია – მიქაუტაძე. სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი – ზივზივაძე, ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე, სიგუა, გაგნიძე, გოჩოლეიშვილი, ბერიძე, ვოლკოვი, საზონოვი, დვალი მწვრთნელი: ვილი სანილი (საფრანგეთი) …
ნახვა »დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის ოსკარით დააჯილდოვეს
ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის „ოსკარით“ დააჯილდოვა. ჯილდო ქართველმა მორაგბემ „ჟერლანის“ სტადიონზე გამართულ ცერემონიალზე მიიღო. ნინიაშვილი გახდა მეორე ქართველი მორაგბე, რომელსაც აღნიშნული ინდივიდუალური ტიტული გადასცეს. 2013 წელს გამოცემამ „ოსკარი“ ქართული რაგბის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს მიანიჭა. საქართველოს ნაკრების …
ნახვა »ვილი სანიოლი: კარგად ვიცით, რამდენად რთული თამაში იქნება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ, 28 მარტს, ბათუმში გამართავს. მატჩთან დაკავშირებით დღეს ბათუმის სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ პრეკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხებს უპასუხეს. ვილი სანიოლი: „ჩვენმა ნაკრებმა კარგად იცის რამდენად ძლიერი მოთმაშეები ყავს ნორვეგიას …
ნახვა »ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა
ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგკონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება დამოკიდებული აღარ იქნება სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა. შესაბამისი ცვლილებები „სპორტის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, უზრუნველყონ …
ნახვა »