პოლიტიკა

სპორტი

მსოფილოს და ქართული სპორტის ყოვედღიური სიახლეები | ახალი ამბები | ნიუსები

ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

დღეს სასტუმრო რედისონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობა გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილეს და სფფ-ის პრეზიდენტი აირჩიეს. რეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იყო. არჩევნებში ხმის მიცემის მქონე 31 დელეგატიდან რეგისტრაცია 28 გაიარა და ყველა მათგანმა მხარი ლევან კობიაშვილს დაუჭირა. კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მესამე ვადით მომდევნო 4 …

ნახვა »

2023 წლის ევროპის ჩემპიონი – ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა

დღეს, ფინეთის  ქალაქ  ესპოში  გათამაშდა მედლების  კომპლექტი  ქალთა  კატეგორიაში, 30 სპორტსმენს  შორის 199,91 ქულით ევროპის  ჩემპიონი ქართველი სპორტსმენი  ანასტასია  გუბანოვა  გახდა. კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე და გამორჩეული  მოვლენა ,  რომელიც ოქროს  ასოებით  შევა  ქართული  სპორტის ზამთრის  სახეობების  ისტორიაში.  ქართველ  მოციგურავეთა  წარმატებების  საგანძურს ყველაზე  ძვირფასი,  ევროპის  ოქროს  მედალი შეემატა.

ნახვა »

ქართველმა მოჭიდავეებმა ნიცას ტურნირზე ექვსი მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ანრი დელანის გრან პრიზე ექვსი მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) და ნიკა ბერულავამ (125 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. გიორგი ჭოლაძე (70 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო …

ნახვა »

„იუვენტუსი“ მკაცრად დასაჯეს – ტურინულ კლუბს 15 ქულა ჩამოაკლეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ ფინანსური თაღლითობის გამო ტურინის „იუვენტუსისთვის“ იტალიის ჩემპიონატში 15 ქულის ჩამოკლების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას football-italia ავრცელებს. შედეგად, ტურინული კლუბი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე დაქვეითდება. ქულების დაკლების გარდა, იტალიურმა სასამართლომ კლუბის ყოფილი ხელმძღვანელებიც დასაჯა. ექსპრეზიდენტი ანდრეა ანიელი და სპორტული დირექტორი მაურიციო არივაბენე – 2-2 წლით, ვიცე-პრეზიდენტი …

ნახვა »

ახალგაზრდული ევრო 2023-ისთვის მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო

2023 წელს საქართველო უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. შეჯიბრება 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე შედგება. სამისოდ, ფეხბურთის ფედერაციამ მოხალისეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ამის შესახებ განცხადებაც გამოაქვეყნა. „ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის თქვენი ჩართულობა აუცილებელია. თუ გაქვს …

ნახვა »

ზაზა ფაჩულიასა და „გოლდენ სტეიტს“ თეთრ სახლში უმასპინძლეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, NBA-ის კლუბ „გოლდენ სტეიტთან“ ერთად, თეთრ სახლს სტუმრობდა. ზაზა კარიერის დასრულების შემდეგ ამ გუნდში კონსულტანტად მუშაობს, შესაბამისად, 2021-22 წლების სეზონში „გოლდენ სტეიტის“ გაჩემპიონების შემდეგ ოქროს ბეჭედი ფაჩულიამაც მიიღო. ყოველწლიურად NBA-ის ჩემპიონებს ამერიკის თეთრ სახლში მასპინძლობენ. არც ეს წელი იყო გამონაკლისი. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან …

ნახვა »

ფიფა-მ არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგ საქმე აღძრა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დისციპლინარული საქმე აღძრა არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგ, ნაკრების ფეხბურთელთა საქციელის გამო, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ. ფინალში არგენტინამ პენალტების სერიაში მოუგო საფრანგეთს. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის პრიზის მიღების შემდეგ არგენტინელთა მეკარემ, ემილიანო მარტინესმა უხამსი ჟესტის დემონსტრირება მოახდინა, რითიც შოკში ჩააგდო გულშემატკივრები და ორგანიზატორები. მატჩის შემდეგ, გასახდელში იმავე …

ნახვა »

რომან დოლიძე ხუთ საუკეთესო მებრძოლს შორის დასახელდა

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა MMA Mania-მ 2022 წელს ჩატარებული ბრძოლების მიხედვით, ხუთი საუკეთესო სპორტსმენის სია შეადგინა. ტოპ 5-ში რომან დოლიძესთან ერთად დასახელდნენ –  ისლამ მახაჩევი (23-1), ალექსანდრ ვოლკანოვსკი (25-1), ალექს პერეირა (7-1) სერგეი პავლოვიჩი (17-1) და ვეილი ჟანი (23-3). შეგახსნებეთ, რომ 2022 წელს რომან დოლიძემ სამი ბრძოლა გამართა და სამივე ნოკაუტით …

ნახვა »

2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები – ვინ რა ნომინაციაში გაიმარჯვა?

დღეს სასტუმრო “პულმან თბილისი აქსის თაუერში” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სეოკმა 2022 წელი შეჯამა და სახვადასხვა ნომიმაციაში წლის საუკეთესოები დაასახელა. 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ასევე ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა წლის საუკეთესო სპორტსმენი. ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა …

ნახვა »

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

36 წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი ლიონელ მესიმ მოაგებინა სანუკვარი ჯილდო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია