პოლიტიკა

Blog Layout

BBC – ბიონსემ მსოფლიო ტური დააანონსა

ბიონსემ თავისი ალბომის Renaissance მხარდასაჭერად მსოფლიო ტური დააანონსა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტურის ფარგლებში სულ 43 კონცერტი გაიმართება, პირველი შოუ კი 10 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩატარდება. სულ ევროპაში მომღერალი 12 კონცერტს გამართავს, დანარჩენი შოუები კი აშშ-ში გაიმართება.

ნახვა »

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 80-ზე მეტი დეპუტატი მოითხოვს, რომ 23-24 თებერვალს დაგეგმილ სესიაზე რუსეთის დელეგაცია არ იქნას დაშვებული

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 80-ზე მეტი დეპუტატი მოითხოვს, რომ 23-24 თებერვალს დაგეგმილ სესიაზე რუსეთის დელეგაცია არ იქნას დაშვებული. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის სეიმი (პარლამენტი) ავრცელებს. პოლონეთის სეიმის თანახმად, წერილის ინიციატორები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლონეთისა და ლიეტუვის დელეგაციების ხელმძღვანელები ბარბარა ბარტუსი და ვილია ალეკნაიტე-აბრამიკენე, შესაბამისად. წერილს ასამბლეის 21 ქვეყნიდან 80-ზე მეტმა დელეგატმა მოაწერა …

ნახვა »

პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია

 პარტიამ “საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია, ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ,  რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება საქართველოში, მიგრაციის უკონტროლო ტალღის გაზრდასა და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უკვე წამოწყებულ სხვადასხვა …

ნახვა »

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად …

ნახვა »

ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს დებატები გაიმართება

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები გაიმართება. საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში უკვე ასახულია.  დებატების გამართვის ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა. მან გუშინ გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია და საჭიროა დებატები.  ამასთან, ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში …

ნახვა »

სააკაშვილის ექთანი – მიხეილ სააკაშვილს ბოლო ერთი კვირაა, სჭირდება ხელოვნური კვება, იმ პრეპარატების მიცემა, რაც მისთვის აუცილებელია, თუმცა უარს აცხადებს

მიხეილ სააკაშვილს ბოლო ერთი კვირაა, სჭირდება ხელოვნური კვება, იმ პრეპარატების მიცემა, რაც მისთვის აუცილებელია, თუმცა კატეგორიულ უარს აცხადებს, – ამის შესახებ სასამართლოზე „ვივამედის“ მედდამ, სააკაშვილის პირადმა ექთანმა, ქეთევან ღვინიანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სააკაშვილი წონაში მკვეთრად იკლებს, საკმარისად არ იკვებება. როგორც ექთანმა აღნიშნა, მას არ შეუძლია თქმა, …

ნახვა »

სააკაშვილმა სასამართლოს ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა – თუ ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სასამართლოს ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა. „მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცხოვრება და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. ჩემი მდგომარეობა არის გაუარესებული. თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, …

ნახვა »

კობა გვენეტაძე – წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს

საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს. ამავე დროს, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და მან დეკემბერში 9.8% შეადგინა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინები, ეროვნული ბანკი მიმდინარე პროგნოზით, წლის განმავლობაში მკაცრ …

ნახვა »

“მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდით ჩემ მიმართ შეურაცხყოფაში”- გამყრელიძის წერილი ჯანდაცვას

“ძალა აღმართს ხნავს. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემს მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის”, – ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას. წერილი ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა. წერილიდან ირკვევა, რომ ამირან გამყრელიძე ნაწყენია მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გამო …

ნახვა »

დღეიდან, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა

დღეიდან, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილმა განუცხადა, განმეორებითი ტექინსპექტირების ფასი ავტომობილის ტიპის მიხედვით 20 და 30 ლარი იქნება. „დღეიდან ავტომფლობელებს, რომლებიც ტექინსპექტირების ცენტრებს განმეორებითი ინსპექტირებისთვის მიმართავენ, შესაბამისი ტარიფის გადახდა მოუწევთ. ტარიფი დადგენილია – მსუბუქ ავტომობილებზე და მისაბმელებზე 20 ლარი იქნება, ხოლო ავტობუსებზე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია