პოლიტიკა

Blog Layout

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, მიწისძვრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ

სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწისძვრათა ხდომილებებს შორის ცალსახა კორელაცია არ არსებობს, – ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს,  მიწისძვრასთან დაკავშირებით არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია. „თურქეთის რესპუბლიკაში 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და …

ნახვა »

რიანა და A$AP Rocky მეორე შვილს ელოდებიან

რიანა Super Bowl-ზე გამოჩნდა და საზოგადოებას შეატყობინა, რომ ის და A$AP Rocky მეორე შვილს ელოდებიან. ორსულმა მომღერალმა სცენაზე We Found Love, Where Have You Been, Diamonds და სხვა ცნობილი ჰიტები შეასრულა და მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. შეგახსენებთ, რომ რიანასა და A$AP Rocky-ს 9 თვის წინ ბიჭი შეეძინა. რაც შეეხება Super Bowl-ზე მონაწილეობას, რიანას თქმით, …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს მსოფლიოს მთავრობათა სამიტის წარმატებით ჩატარება მიულოცა და ხაზი გაუსვა სამიტში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, …

ნახვა »

ბაჩო დოლიძე – ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემაა, ამ კონფიგურაციაში პარტია განწირულია მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვის

დღესაც მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემაა, პირდაპირ მინდა, გითხრათ, პარტია ამ კონფიგურაციაში განწირულია მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. ბაჩო დოლიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნიკალური შანსი აქვს და უნიკალური პლატფორმაა მმართველი გუნდის ცვლილებებისთვის. „განსაკუთრებული და …

ნახვა »

ვანო მერაბიშვილი – დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ

საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის გზაზე, ახლა აუტსაიდერია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა. მერაბიშვილმა გადაცემაში ჩართვისას მადლობა გადაუხადა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერი განცხადებებისთვის. მისი თქმით, დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს ქვეყნის შიგნით პროტესტის პარალელურად. „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად …

ნახვა »

დიმიტრი ხუნდაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ მარტოა, საზოგადოება მათ არ მიჰყვება, ქუჩას ვერ აფორმირებენ, რადგან არ არიან გულწრფელი

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტოა, საზოგადოება მათ არ მიჰყვება, ქუჩას ვერ აფორმირებენ, რადგან არ არიან გულწრფელი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. „„ნაციონალურ მოძრაობას“ ქცევაც, ენაც, სიტყვათა მარაგიც უცვლელი აქვს. რაც ჰქონდა 2012 წლის შემდეგ, დღესაც იმავეს იმეორებენ. მათ საკუთარი უშინაარსობა აიძულებთ, გადავიდნენ ლანძღვაზე, ირბინონ ქუჩაში, სახლებში დაადგნენ თანამდებობის …

ნახვა »

ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს. ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე. ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ. მათი შეფასებით, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსულ ინტერესებს ემსახურება. „მთავარი გზავნილია, რომ „ქართულ ოცნებას“უნდა მივაკითხოთ ყველგან, საცხოვრებელი სახლები იქნება, სამუშაო ადგილი თუ სხვა, როგორც …

ნახვა »

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანებასა და განადგურებაზე ჯარიმები დაწესდება

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანებასა და განადგურებაზე ჯარიმები დაწესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ …

ნახვა »

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა გარდაცვლილი

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. მათივე ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანთეფში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ.-ს გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია