პოლიტიკა

Blog Layout

ბროვარიში ავიაკატასტროფას უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა

ბროვარიში ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები დაიღუპნენ. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი იგორ კლიმენკო ავრცელებს. კლიმენკოს ცნობით, კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარიში უკრაინის საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა.  „დღეს დილით 18 იანვარს, საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა ბროვარიში. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიღუპა: მინისტრი, …

ნახვა »

ლავროვი: მომხრე ვართ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს შორის დიალოგისთვის საჭირო “მექანიზმები არსებობს”, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს. ლავროვის თქმით, რუსეთი საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ურთიერთობების აშენების მომხრეა. ლავროვი აცხადებს, რომ დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები ჟენევის ფორმატის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების “მძევლად ქცევას” ცდილობენ, რაც მისი …

ნახვა »

ჩიკვატია: DRG-ის ეს ფორმა დამღუპველია ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის, ვწყვეტ პრაქტიკას

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვატია პრაქტიკულ საქმიანობას წყვეტს. ექიმი განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი DRG სისტემის ამოქმედებაა და მიიჩნევს, რომ ეს მოდელი დამღუპველია ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებისთვის. ლევან ჩიკვატია აღნიშნავს, რომ ამ სისტემის ამოქმედებით მათ ოპერაციების ჩატარება უხარისხო იმპლანტებით უწევთ, რაც მისივე თქმით, “პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და …

ნახვა »

ზაზა ფაჩულიასა და „გოლდენ სტეიტს“ თეთრ სახლში უმასპინძლეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, NBA-ის კლუბ „გოლდენ სტეიტთან“ ერთად, თეთრ სახლს სტუმრობდა. ზაზა კარიერის დასრულების შემდეგ ამ გუნდში კონსულტანტად მუშაობს, შესაბამისად, 2021-22 წლების სეზონში „გოლდენ სტეიტის“ გაჩემპიონების შემდეგ ოქროს ბეჭედი ფაჩულიამაც მიიღო. ყოველწლიურად NBA-ის ჩემპიონებს ამერიკის თეთრ სახლში მასპინძლობენ. არც ეს წელი იყო გამონაკლისი. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში ტრაგიკული შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხს, პრეზიდენტ ზელენსკის, საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. სალომე ზურაბიშვილი დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე. უკრაინის …

ნახვა »

უკრაინაში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია

უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავებული 26 პირია, რომელთაგან 12 ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრნდობით ავრცელებს. შეგახსენებთ, ბროვარიში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა სამინისტროს ხელმძღვანელობა – შინაგან …

ნახვა »

ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, – ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, – წერს არესტოვიჩი. შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო …

ნახვა »

მიხეილ სარჯველაძე ნაცმოძრაობაზე: რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებდნენ, ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ აკეთებენ

ყველა იმ მანკიერებას, რომელიც ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა, ახლა ისინი ერთმანეთის მიმართ სამტროდ იყენებენ – ის, რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენდნენ, ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ, არაფერი ახალი და უცნაური ამ პროცესში ნამდვილდ არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. „ბოლომდე წარმოაჩინა ამ პოლიტიკურმა ძალამ …

ნახვა »

გიორგი რურუა: ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას

ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მერაბიშვილის თამადობით. პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი,- ამის შესახებ გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს. “ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა.მან გაარკვია რატომ არ გაჰქონდათ ნარჩენები დროულად და, თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა,ოკეანე,რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის …

ნახვა »

პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში, ჩინეთის მოსახლეობა შემცირდა

ჩინეთის მოსახლეობა 1961 წლიდან პირველად შემცირდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობამ 1 411 750 000 ადამიანი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შეედარებით 850 ათასით ნაკლებია. ამასთან, რეკორდულად დაეცა შობადობის ინდექსი – 6,77 მშობიარობა 1 000 ქალზე. ასევე, 2022 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რიცხვზე მაღალი იყო – …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია