პოლიტიკა

Blog Layout

უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროები განდევნეს

უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული ოპერაციის შედეგად კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროები განდევნეს. „უკრაინელების მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შედეგად რუსებმა კუნძულიდან სწრაფი ევაკუაცია განახორციელეს“, – ნათქვამია ოდესის საოლქო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში კუნძულზე სარაკეტო იერიში ხორციელდებოდა.

ნახვა »

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში” უფლებადამცველებმა მოინახულეს. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. “ვიზუალურად ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ამასთან დაკავშირებით მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ძალიან მაღალი კომპეტენციის ექიმებისგან გვესმოდა შეფასებები და როგორც იცით, ველოდებით დასკვნას უახლოეს პერიოდში. ვიზუალური თვალსაზრისით, ძალიან მძიმედ …

ნახვა »

მორიგი გამამართლებელი ვერდიქტი ნაფიცი მსაჯულებისგან

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, სულხან კომახიძემ და ამავე ბიუროს ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე, თორმეტივე ნაფიცი მსაჯული დაარწმუნეს ბრალდებულ ბ. კ.-ს უდანაშაულობაში და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებინეს. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების ბიურო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდების მხარემ 2021 წლის დეკემბერში მიმართა თბილისის იურიდიული დახმარების …

ნახვა »

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან იყო. ბიძგების სიძლიერემ 3.1 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.

ნახვა »

მსოფლიოს დემოკრატიული კავშირი EU-ს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

მსოფლიო დემოკრატიული კავშირი (IDU) მოუწოდებს ევროკავშირისა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ სანქციები დაუწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს, მათ შორის მოსამართლეებსა და პროკურორებს. IDU საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა გვარამია და ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ. კავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს ევროპულ მისწრაფებებს და  დაიწყოს ევროკომისიის …

ნახვა »

ალეკო ელისაშვილი – 3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში ვერავის დავეხმარები

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 3 ივლისისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, ასეთივე განწყობაა მის პარტიაშიც. როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, სახლობანად მიაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ. „3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც. ვიყავი რიყეზე, ვიყავი 20 ივნისს და შემდეგ აქციაზე. არავის გამო არ …

ნახვა »

წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა

ვატიკანში, ​პეტრე-პავლობისადმი მიძღვნილი მესას შემდეგ, სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მიერ შესრულებული „შენ ხარ ვენახი“ აჟღერდა. იქამდე, წმინდა პეტრეს ტაძარში, გუნდთან ერთად, თამარ ალიბეგაშვილმა პატრიარქის „ავე მარია“ შეასრულა. მესას რომის პაპი ფრანცისკე უძღვებოდა.

ნახვა »

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს

მიკოლაევში დღეს დილით ძლიერი აფეთქებები მოხდა. რუსი ოკუპანტები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაესხნენ თავს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრ სენკევიჩმა „ტელეგრამში“ განაცხადა. ამასთან, მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ მიკოლაევში მაღალსართულიან კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. არის 3 დაჭრილი, 2 გარდაცვლილი. დაშავებულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის …

ნახვა »

უხვმა ნალექმა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს პრობლემები შეუქმნა

უკანასკნელი დღეების მანძილზე წარმოქმნილმა ჭარბმა ნალექმა და მეწყრული პროცესების განვითარებამ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, მოვარდნილმა ღვარცოფმა ჩამოიტანა დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი და მუზეუმის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე შენობა-ნაგებობები დატბორა და ნაშალი მასალით აავსო. ასევე, დაიტბორა მუზეუმის უკანა მხარე. მნიშვნელოვანია, რომ საგამოფენო სივრცეს, სადაც ინახება ვაჟა-ფშაველას ხელნაწერთა …

ნახვა »

ქორები გამოეყვნენ ყვავებს – შეფასებები ”ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების გადაწყვეტილებაზე

ქორები გამოეყვნენ ყვავებს, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სამი დეპუტატის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას სოციალურ ქსელში. აღნიშნულ დეპუტატებს გოცირიძე „ფარდისამხდელთა ჯგუფს“ უწოდებს. „პარლამენტში ფარდისამხდელთა ჯგუფი შეიქმნა. მათი პირით იღაღადებს ბიძინა“,- წერს გოცირიძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა მმართველი პარტიის სისუსტის დემონსტრირებაა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, „ქართული …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია