პოლიტიკა

Blog Layout

რა თანხა სჭირდება უკრაინის აღდგენას? – პრემიერ-მინისტრის განცხადება

შვეიცარიაში, “უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე” უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განცხადა, რომ უკრაინის აღდგენის გეგმას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება. “ვინ უნდა გადაიხადოს აღდგენის გეგმა, რომელიც უკვე 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული? მიგვაჩნია, რომ აღდგენის მთავარი წყარო რუსეთისა და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებამ ეს სისხლიანი ომი გააჩაღა. მათ გამოიწვიეს …

ნახვა »

ბაიდენმა ჩიკაგოსთან სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩიკაგოს სიახლოვეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. „მინდა, წუთიერი დუმილით მივაგო პატივი ილინოისში მოკლული ექვსი ადამიანის ხსოვნას. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნახვა »

სროლა ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე – არის მსხვერპლი

ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამართულ აღლუმზე სროლა იყო. მოკლულია ექვსი ადამიანი, დაიჭრა 24. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, აღლუმზე სროლის ხმა მისი დაწყებისთანავე გაისმა. ქალაქ ჰაილენდ პარკის მერის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედის დაკავება შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დევნის შედეგად მოხერხდა. …

ნახვა »

გვალვა იტალიაში და საგანგებო მდგომარეობა

იტალიის ხუთ რეგიონში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ბოლო 70 წლის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი გვალვა არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი მოქმედებს ემილია რომანაში, ფრიული ვენეცია ჯულიაში, ლომბარდიაში, პიემონტსა და ვენეტოში. მედიის ცნობით, მდინარე პო ველის ტერიტორიაზე, სადაც იტალიაში წარმოებული საკვები პროდუქტების 40 პროცენტი მოდის, ნალექი უკვე ოთხი თვეა, არ მოსულა. …

ნახვა »

82:76 – საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთს უმასპინძლა და ანგარიშით 82:76 დაამარცხა. თანაბარი ანგარიშის გამო, ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც მაკფადენის სამქულიანით საქართველომ 18 წამით ადრე გამარჯვება დაიბევა. ფოტო: 1tv.ge  

ნახვა »

სალომე სამადაშვილი – უახლოეს მომავალში ოპოზიცია წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის

უახლოეს მომავალში ოპოზიცია წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ლელო” და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების” შემოთავაზებულ გეგმაში მონაწილეობას არ მიიღებს, „რადგან ეს სიმულაციური პროცესია, რეალურად …

ნახვა »

იაგო ხვიჩია – ექვსი თვის თავზე უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ

დავასკვენი, რომ ოპოზიციის ნაწილს პროპორციული არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები გვაწუხებს, “ნაციონალურ მოძრაობას” აწუხებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხი – ეს ორი საკითხია, რომლის მიმართ გამოკვეთილი ინტერესი ჩანს პოლიტიკურ პარტიებში , – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, ოპოზიციას რაც აწუხებს, ამის მიხედვით უნდა განხორციელდეს სამოქმედო გეგმის …

ნახვა »

ოპოზიციონერების შეხვედრა პარლამენტში

პარლამენტში ოპოზიციური ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ოპოზიციონერი დეპუტატები ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას განიხილავენ. პოლიტიკურ ჯგუფ “ლელოს” ლიდერის დავით უსუფაშვილის კაბინეტში იმყოფებიან: “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია, “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, “ლელოს” წევრები ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი და უფრაქციო დეპუტატი …

ნახვა »

კანოეს ფედერაციას ახალი აღჭურვილობა გადაეცა

მცხეთის ნიჩბოსნობის ბაზაზე, საქართველოს კანოეს ფედერაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალი აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ქართველ ნიჩბოსნებს გადაეცათ 20 კანოეს ნავი, 3 სლალომის ნავი, 2 კაიაკი, 1 საპის ორიგინალი ნავი, 1 კატერი და 1 კანოეს ტრენაჟორი.​ კანოეს ფედერაციისათვის გადაცემული ნავები და სხვა ეკიპირება 120 000 ლარის ღირებულებისაა. ფედერაციამ ამ მასშტაბის აღჭურვილობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში …

ნახვა »

ხოშტარია რუსეთიდან გადმორიცხულ ფულზე – მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ფულს, სულერთია რუბლებშია თუ დოლარებში

ელენე ხოშტარიას მამამ, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ, „რადიო თავისუფლებასთან“, რუსეთიდან ჩარიცხული თანხის შესახებ ისაუბრა. ხოშტარიას თქმით, ის სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს იღებს და მნიშვნელობა არ აქვს, ის რუბლში იქნება, დოლარში, ევროში თუ ფუნტში. „ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. მე არ ვიღებ რუსულ ფულს, მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს. სულერთია, რა ვალუტაშია: რუბლებშია, დოლარშია, ევროშია თუ ფუნტებში, რა ვალუტაშიც უნდა იყოს, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია