პოლიტიკა

Blog Layout

„თბილისი პრაიდი“ – არ ვატარებთ „ღირსების მარშს“, ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება

მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველჰყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელს ქალაქში, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ წევრებმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განცხადებით, მეორე მოთხოვნას 5 ივლისის აქციის ორგანიზატორების დასჯა წარმოადგენს, ვინაიდან, მათი …

ნახვა »

“სილქ როუდ ჯგუფის” განცხადება ლევან კაჭარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

“ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას. ლევანი”სილქ როუდ ჯგუფის” დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. 2006 წლიდან ლევანმა “სილქ როუდ ჯგუფისგან” დამოუკიდებლად გააგრძელა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა. ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი. დიდი იმედი გვაქვს, …

ნახვა »

“დიდი შვიდეულის” სამიტი გერმანიაში

“დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან, სადაც უკრაინაში არსებული ვითარება, ენერგეტიკის დეფიციტი და სასურსათო კრიზისი განხილვის მთავარი თემები იქნება. მედიის ცნობით, ლიდერები, სავარაუდოდ, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი ფრონტის ჩვენებასა და კრემლზე ზეწოლის გაზრდას შეეცდებიან. თუმცა, როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ წერს, მათ სურთ თაივდან აირიდონ ისეთი სანქციები, რომლებმაც შესაძლოა ინფლაცია გამოიწვიოს და …

ნახვა »

უკრაინა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავს

უკრაინა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, ისრაელში უკრაინის ელჩ ევგენი კორნიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კიევი უკმაყოფილოა ისრაელის ხელისუფლების მიდგომით უკრაინელი ლტოლვილების მიმართ. „რუსეთის მოქალაქეები ისრაელში უვიზოდ ჩადიან, ბელარუსებიც და უკრაინის მოქალაქეებისთვის გამოიგონეს ელექტრონული ვიზები. საპასუხოდ, ჩვენ ახლა განვიხილავთ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს ისრაელის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კორნიჩუკმა. …

ნახვა »

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს და აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის ძალები მეტად მომზადებულ თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ,- ამის შესახებ სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა. „ქალაქი რუსეთის ფედერაციის სრული ოკუპაციის ქვეშაა, ისინი იქ თავისი წესრიგის დამყარებას ცდილობენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დანიშნეს ვიღაც „კომენდანტი“, აგროვებენ რაღაც აქტივს. როგორც ჩანს, მათი აზრით, …

ნახვა »

გუგლის ანიმაცია ანა ფრანკის დღიურის გამოცემიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად

ანა ფრანკის დღიურის პირველი გამოცემიდან 75 წლისთავი გუგლმა ახალი დუდლით და ანიმაციით აღნიშნა. მსოფლიოში ცნობილი დღიურის ავტორი, რომელიც 15 წლის ასაკში ნაცისტური გერმანიის სასტიკ ქმედებებს ემსხვერპლა, ანიმაციაში მისი ნაწერების საშუალებითაა გაცოცხლებული. სლაიდშოუში დღიურის ყველაზე ემოციური სტრიქონებია გამოტანილი, რომლებიც გვიყვება, რისი გადატანა მოუხდათ ანას ოჯახსა და მეგობრებს. დუდლისა და ანიმაციის შესაქმნელად …

ნახვა »

აშშ-ში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.

ნახვა »

დავით ზალკალიანისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა

დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში შედგა ხანმოკლე შეხვედრა ელჩსა და პრეზიდენტს შორის. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და დაუდასტურა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ერთგული პარტნიორია რეგიონში. ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი პირადი …

ნახვა »

თბილისში მოკლული ბიზნესმენი და ოჯახის კომენტარი

მკვლელობა მოხდა თბილისში, ბაგებში. მოკლულია ცნობილი ბიზნესმენი ლევან კაჭარავა. ის Silk Road Group-ის ერთერთი თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.  ლევან კაჭარავა სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ ჩასაფრებულმა და ასევე, სავარაუდოდ დაქირავებულმა ქილერმა ის მანქანაში, 20 ტყვიის გასროლით ჩაცხრილა. დაიჭრა კაჭარავას მძღოლიც.  მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

ნახვა »

ზელენსკის მიმართვა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. “ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით… იარეთ — ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!” — ვოლოდიმირ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია