პოლიტიკა

Blog Layout

9 აპრილიდან 35 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებით პირდაპირ ავიარეისებზე დაიწყება მუშაობა, მნიშვნელოვანია, ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით

 დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით უნდა დავიწყოთ მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით შეთავაზებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. „როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე. უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, …

ნახვა »

არასამთავრობო ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც წარსულში თავად საქმიანობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც წარსულში თავად საქმიანობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, საზოგადოებას აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “რუსული კანონის” ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის: – ირაკლი კობახიძე – 9 …

ნახვა »

შსს ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია “ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი და დაშავდა ორი. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, …

ნახვა »

შსს- სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. …

ნახვა »

პაატა მანჯგალაძე – ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს გაერო, ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მართლა მამა ღმერთი ხომ არ დარეკავს?

კანონპროექტის ხელახალი ინიციირების მიზანი ევროკავშირისკენ სვლის დაბრკოლებაა, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე. მანჯგალაძის თქმით, დასაფიქრებელია, ვისია ეს კანონი, რომელიც მოსწონს მხოლოდ პესკოვს და სხვას არავის. „ვისაც რეალობის დანახვა უნდა, საკითხი მარტივია, ხელისუფლებას კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევისკენ მოუწოდებს გაერო, კანონის მიღების მცდელობას ეწინააღმდეგება ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. …

ნახვა »

ევროკავშირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი …

ნახვა »

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა, საკითხი ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა, მომზადდება პროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნაზე. განცხადება ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა პოლიტიკურ ჯგუფებს, დაასახელონ თითო წარმომადგენელი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში. „მინდა, ვისარგებლო …

ნახვა »

ბექა ოდიშარია – თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი, განსაკუთრებით საზოგადოებას

თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში გაკეთბულ შეურაცხმყოფელ რეპლიკასთან დაკავშირებით. ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მისი აღშფოთება არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის, არც ქალის და არც კაცის მისამართით არ იყო გამოთქმული. ამასთან, როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, მისთვის ნებისმიერი …

ნახვა »

EURO 2024-ის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება

ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა ქართველ გულშემატკივარს 15 აპრილიდან შეეძლება. ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სფფ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: “უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე, euro2024.com/tickets-ზე დაიწყება. დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეებში გავუზიარებთ,” – აღნიშნული სფფ-ის განცხადებაში. ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია