პოლიტიკა

Blog Layout

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა. ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ სასწრაფოს მისვლამდე ბიჭის გადარჩენას ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დენის დარტყმა, თუმცა არსებული ინფორმაციით, სკვერში ადგილობრივებს ე.წ. ფანჩატური ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ელექტროენერგიაც ჰქონდათ გაყვანილი. გარდა …

ნახვა »

ვალერი გობეჯიშვილი ერთადერთია, ვინც ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე სასამართლომ გაამართლა

ვალერი გობეჯიშვილი, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. ის ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სხვა რამეს მოელოდა. მისი ძმა გიორგი გობეჯიშვილი სხვა ბრალდებულებთან ერთად პატიმრობაში დატოვა. „[ელექტრო კაბელის იზოლაცია] არ დაზიანებულა, მუშაობის დროს ნამდვილად არ დაზიანებულა… სულ სხვა რაღაცას ველოდით, მე იმასაც არ ველოდი, რომ აქ ვიქნებოდი, მაგრამ დღესდღეობით …

ნახვა »

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის დეტალებს ჰყვება. წიქვაძის თქმით, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში ივანიშვილთან დაახლოებულ პირი იყო და მისი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეისწავლა, რაც კითხვები …

ნახვა »

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 წლისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 10 ივლისს დაიწყო. რეგისტრაცია სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge წარმოებს. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 16 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამ ერთი კვირის მანძილზე, დარეგისტრირდებიან მიზნობრივი შემდეგი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, …

ნახვა »

Tbilisi Pride-ის ფესტივალის ჩაშლის გამო ორი პირი დააკავეს

Tbilisi Pride-ის ფესტივალის ჩაშლის გამო ორი პირი დააკავეს. „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. Tbilisi pride-ის ორგანიზებით, ფესტივალი, რომელიც 8 ივლისს ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. ამის მიზეზი “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა …

ნახვა »

“გირჩი” საკანონმდებლო ბაზიდან ტერმინის “გენდერი” ამოღების ინიციატივით გამოდის

“გირჩი” საკანონმდებლო ბაზიდან ტერმინის “გენდერი” ამოღების ინიციატივით გამოდის და პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავს, რომლის მიხედვით, ყველა იმ კანონში, სადაც სახსენებია “გენდერი”, ცვლილება შედის. “გირჩის” პროექტის მიხედვით, “გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონს “საქართველოს კანონი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ” კანონი დაერქმევა. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. …

ნახვა »

უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში წერია, რომ უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. “500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამ დღეში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში”, – ნათქვამია ანგარიშში. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსები აფასებენ, უკრაინელების …

ნახვა »

გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი – ევროკავშირის წარმომადგენლობა Tbilisi Pride-ის ფესტივალის გაუქმებაზე

ევროკავშირის წარმომადგენლობამ Tbilisi Pride-ის ფესტივალის გაუქმება შეაფასეს. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი , – წერია განცხადებაში. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაისაჯონ ისინი, ვინც ძალადობას ახალისებენ და ახორციელებენ. „ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნახვა »

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმყოფება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმყოფება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა. სომხეთის პრემიერის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემაც. ნიკოლ ფაშინიანი დელეგაციასთან ერთად არის ჩამოსული. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის …

ნახვა »

ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს მოწავლის ფაქტზე – ნივთიერებები, რომლებიც სისხლში აღმოჩნდა, გამოყენებულია ადამიანის მოსაწამლად –

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ. მან აღნიშნა, რომ მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ის შრომისუნარიანია. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, არსებობს ფაქტები, რომ, ზოგადად, ნივთიერებები, რაც მეუფის სისხლში აღმოჩნდა, არის გამოყენებული ადამიანის მოსაწამლად. „ჩვენ ეს თემა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია