პოლიტიკა

Classic Layout

პარტია „დროას“ ინფორმაციით, უკრაინამ ვებ-გვერდზე „ომი და სანქციები“ დასასანქცირებელთა სიაში Georgian Airways-ი და თამაზ გაიაშვილი დაამატა

“დროას“ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე, „ომი და სანქციები“ დასასანქცირებელთა სიას Georgian Airways-ი და თამაზ გაიაშვილი დაამატეს. პარტია „დროას“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე საქართველოს ორი მოქალაქის და იურიდიული პირის დამატება ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება ცალკეული პირებისა და კომპანიების დასასანქცირებლად საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას იწყებს. …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, თუმცა განსხვავებული გზებით, მაგრამ მაინც როგორ ითრევენ ამ ერებს განუკითხაობაში

„ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, თუმცა განსხვავებული გზებით, მაგრამ მაინც როგორ ითრევენ ამ ერებს განუკითხაობაში“, – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე გააკეთა. „ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ამიტომაც ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და …

ნახვა »

რუსული Red Wings-ი საქართველოში ავიამიმოსვლას 15 ივნისიდან დაიწყებს

რუსული Red Wings-ის პირველ რეისებს სოჭიდან თბილისში 15 ივნისსა და 20 ივნისს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამას გარდა, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 16 ივნისიდან ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი მარშრუტით აპირებს რეისების განხორციელებას. მათი ცნობით, ფრენები კვირაში სამჯერ განხორციელდება.

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ნებისმიერი კრიტიკა არის მიუღებელი იმ ძალისგან,რომელმაც ომი ვერ აიცილა, დაკარგა და რუსეთს ჩააბარა ჩვენი ტერიტორიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ბრატისლავაში მისი განცხადების კრიტიკაზე განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა არის თავად ოკუპირებული, თავად თავისი გამოწვევები აქვს და აქვს გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ასეთი არასერიოზული ბრალდებებით დასაჩუქრება ძალიან სამწუხაროა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი …

ნახვა »

კახა კალაძის თქმით, წერეთლის გამზირზე არსებული თხრილი, სადაც ერთი ადამიანი ჩავარდა, სამუშაოების მიმდინარეობის დროს შემოღობილი იყო, თუმცა ჯებირები ახლა გადანგრეულია

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე არსებული თხრილი სადაც ადამიანი ჩავარდა, სამუშაოების მიმდინარეობის დროს შემოღობილი იყო, თუმცა ახლა ჯებირები გადანგრეულია. კალაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია რა მდგომარეობაში იყო ეს პიროვნება თხრილში ჩავარდნისას, თუმცა აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა. „რა თქმა …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი შეფასებით, ბრიუსელში გამართული შეხვედრები ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. „მე ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. …

ნახვა »

წერეთლის გამზირზე მოქალაქე ორმოში ჩავარდა

წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ორ­მო­ში მო­ქა­ლა­ქე ჩა­ვარ­და. ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი.

ნახვა »

დავით უსუფაშვილი – პრეზიდენტმა ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, დაიწყო ქვეყნის ინტერესებზე აქტიური საუბარი და აქტიური პოზიციების დაკავება

“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე დასმულ კითხვებს უპასუხა. „ბოლო ხანებში, პრეზიდენტი რომ პრეზიდენტობს, მგონი, ეს ყველასთვის შესამჩნევია. ეს, პირველ რიგში, იქიდან ჩანს თუ როგორ ღელავენ და დაკარგეს წონასწორობა პრეზიდენტთან ურთიერთობაში მმართველი ძალის წარმომადგენლებმა, მათ, ვინც სალომე ზურაბიშვილის სურათის ნაცვლად, საკუთარი …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადება, რომ უკრაინაში ომი უკრაინის მიერ პროვოცირებული იყო ნატოში გაწევრიანების მოთხოვნით, კატასტროფა და სხვათა შორის, ეს შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, რადგან მან დაარღვია კონსტიტუცია – რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. “როცა ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი გამოიწვია უკრაინის მიერ პროვოცირებული, ნატოში გაწევრიანების მოთხოვნამ, ასეთი რამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არავის უთქვამს, არც ერთი თანამდებობის პირს. ეს იყო კატასტროფა და სხვათა შორის, ეს შეიძლება გახდეს …

ნახვა »

31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება

დღეს, 31 მაისს პოლიციელის დღეა. პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ, საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საზეიმო მსვლელობა გაიმართება. ცერემონიალს ესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია