პოლიტიკა

Classic Layout

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.  საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია თბილისსა და რეგიონებში. დილიდან თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგება. ფიცი მთელ საქართველოში, წელს პირველად, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დაიდება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემატიკაა: „თავისუფლების სიყვარულით“. რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც გაიმართება სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის …

ნახვა »

“გუგლი” საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„გუგლმა“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისის დადგომისთანავე მიულოცა. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე სპეციალური „დუდლი“ განთავსდა საქართველოს დროშის გამოსახულებით. საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ დღეს საქართველოს დღეს დამოუკიდებლობის დღეა. მომხმარებელს ასევე შეეძლება შესაბამის გვერდზე გადასვლით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცნოს.

ნახვა »

სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირების საფუძველზე, 21 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირების საფუძველზე, 21 წლის მამაკაცი მოკლეს. მოკლული ახალგაზედა შალვა ქაშაკაშვილია. არსებული ინფორმაციით,  კონფლიქტი სოციალურ ქსელ “telegram”-ში დაიწყო, შემდეგ ერთმანეთისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა წერეთლის N140-თან შეხვდა. გარჩევას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც 21 წლის ბიჭმა შალვა ქაშაკაშვილს მუცელში დანა დაარტყა, იარაღი ჭრილობაში ჩატოვა და …

ნახვა »

ხავიერ კოლომინა – საქართველო ნატოსთვის ძალიან ღირებული პარტნიორია

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი, ხავიერ კოლომინა კავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს. პირველი შეხვედრა, საგარეო უწყებაში მინისტრის მოადგილესთან გამართა. თავად მინისტრი კი, ნატო-ს წარმომადგენელს ხვალ მიიღებს. შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაიმართა. უსაფრთხოების გამოწვევები იყო ძირითადი საუბრის თემა. ხავიერ კოლომინა პარლამენტსაც ესტუმრა, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებზე …

ნახვა »

თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება

თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი 25 მაისს, „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებში, 12:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ რუსეთს მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ

საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ რუსეთს მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ – ევროკავშირი რუსეთთან მხოლოდ 4 დღეში იმდენს ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში. ეს სასაცილოა ხომ? – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე. მან გაიხსენა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. მისი აზრით, მაშინ …

ნახვა »

კახა კალაძე – კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით 28 პროექტი განიხლება, აქედან 15-ზე უკვე გაცემულია სამშენებლო ნებართვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების საკითხზეც ისაუბრა. „მოგეხსენებათ, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საკითხი სახელმწიფოს აღიარებული აქვს საშინაო ვალად, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით. დაზარალებულად ცნობილია 3500-ზე მეტი პირი. ჯამში, დაკმაყოფილებულია დაახლოებით 2500-მდე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირი. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების …

ნახვა »

თბილისის მერიის ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ამჯერად, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე ავარიული კორპუსი ჩანაცვლდება, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 40-მდე პროექტი განიხილება. „ავარიული სახლების ჩანაცვლება მტკივნეული საკითხია, რადგან ბევრი ასეთი შენობა გვაქვს. თბილისის მერია წლების განმავლობაში აღნიშნული შენობების გამაგრებას უზრუნველყოფდა, შედეგ კი …

ნახვა »

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი – რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეშფოთებული არიან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. მისი თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებული …

ნახვა »

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” გასული დეპუტატები შეძლებენ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” წასული დეპუტატები შესძლებენ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას. ამ ცვლილებების საფუძველზე, პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ექნება ასევე “ნაციონალური მოძრაობიდან” ახლად გასულ ოთხ დეპუტატსაც. კანონროექტი პარლამენტის რეგლამენტს შეეხება. პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია