პოლიტიკა

TimeLine Layout

ივნისი, 2022

  • 20 ივნისი

    ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში 22 ივნისს წარსდგება

    მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში 22 ივნისს წარსდგება. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ანგარიში წერილობით პირველ ივნისს გადაუგზავნა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ანგარიშის წარდგენის შემდეგ პრემიერი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს.

    ნახვა »
  • 20 ივნისი

    თბილისის ”დინამოს” გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

    თბილისის ”დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს -მომდევნო 2,5 წელი გუნდს გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმდა. მასთან ერთად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გიორგი დეკანოსიძე იმუშავებს. გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის ლოკომოტივი იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ლოკომოტივის გარდა ქართველი …

    ნახვა »
  • 20 ივნისი

    კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა

    კოლუმბიის დედაქალაქის, ბოგოტას ყოფილი მერი, მემარცხენე გუსტავო პეტრო კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში პეტრომ მემარჯვენე როდოლფო ერნანდესი დაამარცხა. მონაცემების თანახმად, გუსტავო პეტრომ ხმების 50.5% მიიღო და კოლუმბიის პირველი მემარცხენე ლიდერი გახდა.

    ნახვა »
  • 20 ივნისი

    გიორგი ვაშაძე – ერთი შეკრებით გაზაფხულს ვერ მოვიყვანთ

    დღეს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მნიშვნელოვანი, ერთი შეკრებით ჩვენ გაზაფხულს ვერ მოვიყვანთ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა სისტემური, გეგმაზომიერი და თანმიმდევრული მუშაობა, რომ საქართველო, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ააცდინა ევროპულ გზას, ამ გზაზე დააბრუნონ. „ქართული ოცნება” თავხედობას პირდაპირ აგრძელებს, პრემიერ- მინისტრმა გვაუწყა დილით, რომ …

    ნახვა »
  • 20 ივნისი

    მამუკა მდინარაძე – დღევანდელი აქცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ

    მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღევანდელ აქციაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ევროპელი პარტნიორების მოწოდებას პირველივე წუთიდან არღვევს. „პრაქტიკულად შეიძლება იდენტური ფრაზებით არ არის, მაგრამ დათქმები და ევროკომისიის რეკომენდაციები სამივე ქვეყნის მიმართ  არის იდენტური. ერთადერთი განმასხვავებელია მხოლოდ პირველი პუნქტი და ეს რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, პირველ პუნქტად …

    ნახვა »
  • 20 ივნისი

    გაი რიჩი „ჰერკულესის“ კინოვერსიას გადაიღებს

    რეჟისორი გაი რიჩი Disney-ს მულტფილმის, „ჰერკულესის“ კინოვერსიას გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, პროდაქშენ-კომპანია AGBO Джо და ენტონი რუსო იმუშავებენ. სურათის სცენარის შავი ვერსია დეივ კალაჰემმა დაწერა, თუმცა პროდიუსერები ახალ სცენარისტებს ეძებენ, რომლებიც პროექტს ბოლომდე მიიყვანენ. Disney-მ „ჰერკულესი“ 1997 წელს გამოუშვა. მულტფილმის სიუჟეტი ბერძნულ მითზეა აწყობილი, რომელიც ცნობილი გმირის, ჰერკულესის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

    ნახვა »
  • 20 ივნისი

    BBC – რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა

    რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, მაისში რუსეთის ფედერაციიდან ჩინეთისთვის მიწოდებული ნავთობის მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 8,42 მილიონი ტონა შეადგინა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, 55%-ით მეტია. ჩინეთი ევროკავშირის შემდეგ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. როგორც მედია წერს, ივნისის დასაწყისში ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა …

    ნახვა »
  • 20 ივნისი

    ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა

    პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა …

    ნახვა »
  • 20 ივნისი

    უკრაინაში მიიღეს კანონი, რომელიც მედიასა და საზოგადოებრივ ადგილებში რუსულ მუსიკას კრძალავს

    უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის შესრულებას საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე მათ ტრანსლირებას მედიასა და ტრანსპორტში. კანონი კრძალავს მუსიკალური ნაწარმოებების, მათ შორის მუსიკალური კლიპების საჯარო შესრულებას და მაუწყებლობას იმ არტისტების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა 1991 წლის შემდეგ. ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში ტელერადიოკომპანიებს სალიცენზიო მოსაკრებლის 10%-იანი …

    ნახვა »
  • 20 ივნისი

    2022 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 37.5 პროცენტით გაიზარდა

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 37.5 პროცენტით გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 112.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 37.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 75.7 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა …

    ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია