პოლიტიკა

TimeLine Layout

აგვისტო, 2023

  • 11 აგვისტო

    საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, [შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით] „თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან“

    საქართველოს საპატრიარქო გაემიჯნა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს. საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, „თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან“. „დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს …

    ნახვა »
  • 10 აგვისტო

    თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი. “არსებობს გონივრული ვადები, იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს კონკრეტული სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცაღა, პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი …

    ნახვა »
  • 10 აგვისტო

    ქეთევან დუმბაძე საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დაინიშნა

    ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს და სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. „საქართველოს კულტურის, …

    ნახვა »
  • 10 აგვისტო

    ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაცია დარღვევებით მიმდინარეობს

    პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაცია დარღვევებით მიმდინარეობს. მზად ვართ, ჩვენ თავად ჩავერთოთ მონიტორინგის შესაძლებლობებში, თავად გავწიოთ შესაბამისი კურაცია ამ პროცესისა, – აცხადებს კუპრაძე. „საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ცხოვრობს ტრაგედიებიდან ტრაგედიებამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ შექმნა მთავარი ეროვნული ტრაგედია, რაც გამოიხატება იმაში, რომ მძიმე მოვლენების …

    ნახვა »
  • 9 აგვისტო

    შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო

    საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო. სპეციალისტები ახალ ხიდს ამონტაჟებენ: „ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. მოვახერხეთ კალაპოტიდან მისვლა მძიმე ტექნიკითაც კოტეჯების სასადილოსთანაც. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას, სადაც მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო, მდინარემ წაიღო და ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. მანამდე ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, …

    ნახვა »
  • 9 აგვისტო

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებში

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს თუ როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ასევე სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. მაღალი …

    ნახვა »
  • 9 აგვისტო

    ირაკლი ქარსელაძე – ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა. მან განმარტა, რომ აღნიშნული პირის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მათ ბიბილეიშვილის ახლობელმა მიაწოდა. მინისტრი თქმით, პიროვნებამ, რომელმაც ზურაბ ბიბილეიშვილის დაკარგვის შესახებ განაცხადა, სახელი და გვარი არასწორად თქვა, თუმცა დაზუსტების შემდეგ მყისიერად მოხდა აღნიშნულ პიროვნებასთან …

    ნახვა »
  • 9 აგვისტო

    შოვში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა – შალვა პაპუაშვილი

    პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელი განახლებული ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. „ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაკარგული იყო 33 ადამიანი, საიდანაც დღეს დილით განახლებული მონაცემებით, ნაპოვნია 20 ადამიანის ცხედარი. ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა. ამიტომ, მინდა უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებული …

    ნახვა »
  • 8 აგვისტო

    შოვში გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

    საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ასევე იპოვეს კიდევ ერთი ადამიანის სხეულის ფრაგმენტები და ახლა მაშველები ცდილობენ, იპოვონ გარდაცვლილის ცხედრის დანარჩენი ნაწილები. “მდინარის კალაპოტში ნაპოვნია მდედრობითი სქესის მოქალაქის ცხედარი, ასევე ნაპოვნია ცხედრის ფრაგმენტები და კონკრეტულ კოლაციაზე დამატებითი სამუშაო მიმდინარეობს”,- განაცხადა მღებრიშვილმა. მან აღნიშნა, …

    ნახვა »
  • 8 აგვისტო

    სამარცხვინოა ღარიბაშვილი! – შეიძლებოდა ომის აცილება თუ ჩვენ უარს ვიტყოდით თავისუფლებაზე და მტერს ჩვენს ოჯახებზე გადავლის უფლებას მივცემდით – პაატა მანჯგალაძე

    სამარცხვინოა ღარიბაშვილი !  შეიძლებოდა ომის აცილება თუ ჩვენ უარს ვიტყოდით თავისუფლებაზე და მტერს ჩვენს ოჯახებზე გადავლის უფლებას მივცემდით – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპაციის დაგმობის …

    ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია