პოლიტიკა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა – საქართველო ესპანეთის, ქეცბაიასა და ჰალანდის წინააღმდეგ

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. შესარჩევი ჯგუფების წილისყრა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის საგამოფენო ცენტრ „ფესტჰალეში” გაიმართა.

საქართველოს ეროვნული გუნდი A ჯგუფში მოხვდა:

ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირი ერთი წლის განმავლობაში, 2023 წლის მარტიდან 2024 წლის მარტამდე (პლეი ოფების ჩათვლით) ჩატარდება და ის 20 ეროვნული ნაკრები გაირკვევა, რომელიც მასპინძელ გერმანიას ფინალურ ტურნირზე შეუერთდება. საკვალიფიკაციო ტურნირზე სულ 10 ჯგუფი დაკომპლექტდება. 7 ჯგუფში 5 ნაკრები იქნება, ხოლო 3-ში – 6. საკვალიფიკაციო ეტაპზე უეფა-ს წევრი 53 ასოციაცია ითამაშებს.

ევრო 2024-ის დარჩენილ 3 საგზურს ერთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშების A, B და C დივიზიონების პლეი ოფის (2024 წლის მარტი) გამარჯვებულები მიიღებენ. C4 დივიზიონის გამარჯვებულს ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ამ გზითაც შეუძლია. C4 ჯგუფის გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს, რომელიც C დივიზიონების პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს, მოგების შემთხვევაში კი საბერძნეთი – თურქეთის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო ამ ბარიერების დაძლევის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

თუ ერთა ლიგის A, B და C დივიზიონების ჯგუფების რომელიმე გამარჯვებული ევრო 2024-ის საგზურს ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვებს, მას მომდევნო საუკეთესო რეიტინგის მქონე იმავე ლიგის ნაკრები ჩაანაცვლებს.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია