STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქალზე ძალადობისა და, კიდევ უფრო, მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კატეგორიულად გმობს ყოველგვარ შევიწროვებას, სიტყვიერ თუ ფიზიკურ თავდასხმას. „გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. …
ნახვა »ჯოკერის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმში Joker: Folie à Deux ჰარლი ქვინის როლს სავარაუდოდ ლედი გაგა შეასრულებს. ფილმის ნახვა, რომელიც 2019 წლის ოსკაროსანი ჰიტის, Joker-ის, გაგრძელებაა, მაყურებელს 2024 წელს შეეძლება. გადასაღები მოედნიდან კი ახლახან გაგას ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სწორედ ჰარლი ქვინის კოსტიუმი აქვს მორგებული. ლედი გაგა ფილმთან პირველად 14 თებერვალს დააკავშირეს, როცა ფილმის რეჟისორმა, ტოდ …
ნახვა »გინესის რეკორდების წიგნმა კანადელი მომღერალი The Weeknd-ი პლანეტის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად აღიარა. 33 წლის მუსიკოსმა ეს წოდება ორი სერიოზული რეკორდის დამყარების შემდეგ მიიღო: ის პირველი მუსიკოსი გახდა, რომელსაც Spotify-ზე თვეში 100 მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავს, ამასთან The Weeknd-ს ამ პლატფორმაზე რეკორდული რაოდენობის მსმენელი ჰყავს – 111,4 მილიონი. 2020 წელს გამოსული მუსიკოსის …
ნახვა »საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის სპიკერის ცნობით, თარიღი პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიოა, სალომე ზურაბიშვილს 31 მარტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.
ნახვა »საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს, რაც ამ გახმაურებას მოყვა“. „სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის …
ნახვა »ნაფიცმა მსჯულებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა დაზარალებული იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ ავტოავარიის ინსცენირება მოაწყო და დანაშაულის დაფარვის მიზნით მსხვერპლს და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა. „სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე ბრალდებულმა თანხა ისესხა დაზარალებულისგან, რომელსაც თვეების განმავლობაში არ უბრუნებდა. დაზარალებული ვალის …
ნახვა »2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი …
ნახვა »დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. “დონეცკის მიმართულებით, გუშინ, რუსებმა ავდეევკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაზიანდა სასტუმრო და სასამართლოს შენობა. დღის განმავლობაში, კურახოვოში 6-ჯერ გაისროლეს. ერთ დღეში რუსებმა დონეცკის ოლქის 1 მცხოვრები მოკლეს, 2 ადამიანი დაშავებულია”, – თქვა დონეცკის რეგიონული …
ნახვა »საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. სააგენტოს ცნობით, ეს ეხება ბოლო პერიოდში, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. “მოკვლევას საფუძვლად დაედო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია …
ნახვა »ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგკონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება დამოკიდებული აღარ იქნება სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა. შესაბამისი ცვლილებები „სპორტის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, უზრუნველყონ …
ნახვა »