STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:48 საათზე, ქალაქ კაჰრამანმარაშიდან 63 კილომეტრში მოხდა. 6 თებერვლის ღამეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5800-ს გადააჭარბა. …
ნახვა »ხაჭაპური – ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, – ამ სათაურით „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) სტატიას აქვეყნებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა, ჯენიფერ ჰათამმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიის ავტორი „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ონლაინმკითხველს საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და კულინარიას აცნობს. სტატიაში საქართველოს გასტრონომიული …
ნახვა »საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ბადრი ესებუას დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება. როგორც რატი ბრეგაძე წერს, პოლიციელებს რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას ულოცავს. „ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ესებუას დაკავება არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“, – წერს რატი ბრეგაძე. „საქართველოს …
ნახვა »საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას და ვიდეომასალას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და …
ნახვა »„ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დღეს, 21:00 საათზე, პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, თუ სად და როდის გაიმართება საპროტესტო აქციები. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე „პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს“. „პუტინის მსახურებმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა კარგად უნდა …
ნახვა »საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს თებერვალში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მნიშვნელოვანი მატჩები ელის. ჩვენ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის ისტორიული შანსი აქვს. საკვალიფიკაციო ეტაპის L ჯგუფში ქართველ კალათბურთელებს 4 მოგება და 4 წაგება აქვთ, ასეთივე შედეგი აქვს ისლანდიას, უკრაინის ნაკრებს კი 3 გამარჯვება აქვს მოპოვებული. რადგანაც L ჯგუფიდან ესპანეთი …
ნახვა »ვრცელდება ლელა კაკულიას 2008 წლის 20 ნოემბრის წინასწარმეტყველება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „თურქეთში ვხედავ ისევ დიდ მიწისძვრას. წინმსწრები მოვლენებით ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ხალმა უნდა დატოვოს ეს ქალაქი, მაგრამ იფიქრებენ, პატარა ბიძგები იყო და მეტი არაფერიო. აი აქ შეცდებიან! ასეა, ბედისწერას ვერ გაექცევი. თუმცა ვწინასწარმეტყველებ ამ მოვლენას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყურს …
ნახვა »ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისა და ორასზე მეტი განმეორებითი ბიძგის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 1.4 მილიონი ბავშვი. მათივე ცნობით, თურქეთს კრიზისთან გასამკლავებლად რესურსები და შესაძლებლობები აქვს, თუმცა ვითარება გაცილებით მძიმეა სირიაში, სადაც მრავალწლიანი ომის შემდეგ, ჰუმანიტარული მდგომარეობა ისედაც საგანგაშო იყო და ქოლერის ეპიდემიაა გავრცელებული. ბოლო …
ნახვა »„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და ფრაქცია აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს, არც პლენარულ სხდომებზე, არც საკომიტეტო მოსმენებზე დასწრებას და მონაწილეობას აღარ მივიღებთ არანაირ საპარლამენტო ფორმატში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ფრაქცია და პარტია გააგრძელებს კონსულტაციებს მანდატების დატოვების …
ნახვა »მორიგი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ქალაქ გოლბაშისთან იყო. აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდა იყო. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, 240-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად …
ნახვა »