პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION_Cropped
STARVISION LTD

STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

 

🎙️„ვარსკვლავთა მუსიკა“ – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია.

📻 რადიო, რომლის ეთერშიც ჰიტად ქცეულ სიმღერებს უსმენთ და რადიო, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ გიყვებათ, Fm სივრცეში 2009 წლის 7 სექტემბერს
გამოჩნდა.

🎧 ჩვენს ეთერში ყველასთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, ძველ ჰიტებთან ერთად, თანამედროვე, ჩარტების ლიდერ კომპოზიციებსა და სიმღერებსაც მოისმენთ

✔️ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიახლეები, ახალი ამბები კულტურისა და სპორტის სფეროდან, ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი – მიმდინარე სიახლეებს, ,,ლაივ ნიუსის” პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანები, საათში ორჯერ გაგაცნობენ.

✔️რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9,
შესაძლებელია ინტერნეტსივრცეშიც. ეწვიეთ სტარფმის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალს და უსმინეთ რადიოს LIVE რეჟიმში

🌐 www.starvision.ge

📻 რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს –
ეწვიე რადიოს ფბ-გვერდს, მოიწონე და გაეცანი ვარსკვლავურ სიახლეებს
ლინკი ➡️ https://www.facebook.com/radiostarfm93.9/

The Crown-ის მე-5 სეზონიდან Netflix ახალ ფოტოებს ავრცელებს

გახმაურებული ბრიტანული სერიალის, The Crown-ის, ფანების სასიხარულოდ ახალი, მე-5 სეზონის ფოტოების ნახვა უკვე შესაძლებელია. ფოტოები Netflix-მა 17 ოქტომბერს გაავრცელა და მაყურებელს საშუალება მისცა, წინასწარ ეხილა ახალი მსახიობები, რომლებიც დედოფალი ელიზაბეთის, პრინც ჩარლზის, პრინცესა დაიანას და სხვა მნიშვნელოვანი გმირების როლებს მოირგებენ. ცნობილია, რომ ახალი სეზონის პრემიერა 9 ნოემბერს შედგება. ელიზაბეთ დებიკი და …

ნახვა »

ვიაჩესლავ გლადკოვი – ბელგოროდში რკინიგზის სადგური დაბომბეს

 როგორც რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა,  ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, ბელგოროდში რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.   „ბელგოროდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიას ჭურვები მოხვდა. დაშავებულია მამაკაცი. მას საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება. დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგის საკონტაქტო ქსელი. მატარებლის მოძრაობა დროებით შეჩერებულია“, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“.

ნახვა »

კვარაცხელია სერია ა-ს მეათე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს მეათე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ტურის მოთამაშედ აღიარეს. საერთაშორისო ანალიტიკურმა ვებგვერდმა whoscored ქართველ თავდამსხმელს „ბოლონიასთან“ მოგებული (3:2) შეხვედრის შემდეგ 8.9 ქულა დაუწერა, რაც ტურში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა. ქართველის შემდეგ ყველზე მაღალი ქულა „იუვენტუსის“ სერბმა თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა მიიღო – 8,4, ხოლო მესამეზე „ინტერის“ თურქი …

ნახვა »

დავით ზილფიმიანმა პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა

დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა, – ამის შესახებ ზილფიმიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით. „ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – სისულელეებს როცა ილაპარაკებთ, გთხოვთ, გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს მოღალატეობრივად, ომის დაწყება დააბრალეთ, მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი

როდესაც ოპოზიციას არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო, მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არა, მაშინ მათ კიდევ ერთხელ აღიარეს ღალატი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის ხმის მიცემის შესახებ ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.  მდინარაძემ გაიხსენა, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე – ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა

ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული იყო ისტორიული რეზოლუცია, რომელიც რეალურად აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმი არის ტერორისტული სახელმწიფო, სჩადის საერთაშორისო გენოციდს და დანაშაულებს უკრაინაში და „ქართულმა ოცნებამ“ ამას ხმა არ მისცა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რეზოლუცია ღიად …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – რეზოლუციას, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, არის პუტინის პატიმარი, არანაირი მხარდაჭერა არ ექნება

რეზოლუციაში, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, ეს ადამიანი არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, …

ნახვა »

20-21 ოქტომბერს, საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – რეზოლუციას კენჭი ეყრება ერთიანად, „ნაცმოძრაობისგან“ მოვისმინეთ ტყუილი, თითქოს შეგვეძლო, ცვლილების გამოკლებით დაგვეჭირა მხარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგადად, რეზოლუციას კენჭი ეყრება ყველა ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც მასშია ასახული. მისივე თქმით, არ არის შესაძლებელი, რომ რეზოლუციას რომელიმე ცვლილების გამოკლებით დაუჭირო მხარი. როგორც კობახიძე ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ ტყუილი მოისმინეს. „ნაცმოძრაობისგან“ ტყუილი მოვისმინეთ, თითქოს ჩვენ შეგვეძლო, მხარი არ დაგვეჭირა ცვლილებისთვის და ცვლილების …

ნახვა »

შალვა შავგულიძე – „ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისთვის და მხარი არ დაეჭირათ მე-4 შესწორებისთვის

საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ „ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტის, მისი სხვა შესწორებებისათვის და მხარი არ დაეჭირათ მე-4 შესწორებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა შალვა შავგულიძემ პრენალურ სხდომაზე განაცხადა. შავგულიძის თქმით, რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხით, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია