STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა დიმიტრი მურატოვმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: “ომი უკრაინასთან კრემლის ავანტიურაა. რუს ხალხს არაფერი აქვს საერთო ამ დანაშაულთან”. მურატოვმა მოუწოდა კრემლის ნარატივებს გულწრფელად უპასუხონ მნიშვნელოვან კითხვებს: „სად იყავით რვა წლის განმავლობაში, როცა დონბასი იბომბებოდა?“ პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ თვითონ ისინი იქ რას აკეთებდნენ! რას აკეთებდნენ იქ, რუსული …
ნახვა »ცნობილია, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ერევანში კი აცხადებენ, რომ ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, 4 ნოემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანელ სამხედროთა პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმისას გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი. საპასუხოდ კი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გარკვეული …
ნახვა »მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალი, თბილისის წიგნის დღეები, რომელიც ათობით გამომცემლობასა და წიგნის უამრავ მოყვარულს ყოველი წლის შემოდგომაზე მასპინძლობს, ამჯერად ნოემბრის დასაწყისში გაიმართება. რა თქმა უნდა, გამომცემლობები ამ მნიშვნელოვანი ბაზრობისთვის საგანგებოდ ემზადებიან, ამიტომ წინ საინტერესო ღონისძიებებით, ფასდაკლებებითა და ახალი გამოცემების სიხარულით სავსე დღეები გველოდება. ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპოჯორჯიას უზარმაზარ სივრცეში გაიმართება.
ნახვა »როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის ექვს დასახლებაში მოიგერიეს. „მოწინააღმდეგე ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, კონცენტრირება მოახდინოს თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე ცალკეული მიმართულებებით. ახორციელებს შეტევითი ოპერაციების ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც გენშტაბში …
ნახვა »„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, ესპანელმა ფეხბურთელმა გამოსამშვიდობებელი ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და „ბარსელონას“ ფანებს მიმართა. ორწუთიან ვიდეოში პიკემ ილაპარაკა თავის კარიერაზე „ბარსელონაში“ მისვლის მომენტიდან დღემდე. „ბოლო რამდენიმე კვირა, თვე ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა ჩემზე. დღემდე ჩუმად ვიყავი. მაგრამ ახლა მინდა ვიყო ის, ვინც ჩემზე მოგიყვებათ. როგორც ბევრი …
ნახვა »“ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას” – ამის შესახებ ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს: მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას” ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად. გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად …
ნახვა »ცნობილია, რომ მადრიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელფასების მომატება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში ფასების მატების გამო, ხელფასების გაზრდა აუცილებელია. პროფკავშირების თქმით, ინფლაცია მატულობს, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი კი იკლებს, შესაბამისად, აუცილებელია, მინიმალური ანაზღაურების გაზრდა. ცნობისთვის, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, ესპანეთშიც ფასების მატება საწვავის გაძვირებამ გამოიწვია, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის …
ნახვა »როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, თურქეთში 4.9 მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ცნობისთვის, სტიქიის ეპიცენტრი იზმირის პროვინციაში იყო. როგორც ადგილზე ჩასულმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა სულ მცირე 20 სახლი.
ნახვა »უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ნოემბერს უკრაინის ჩორნომორსკის, ოდესის და პივდენის პორტები 290 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთულმა კიდევ შვიდმა გემმა დატოვა. ცნობილია, რომ შავი ზღვის “მარცვლეულის ინიციატივის” დაწყების შემდეგ უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდა ექსპორტზე. რაც შეეხება, საკვებით დატვირთული გემების რაოდენობას, რომლებიც უკრაინის პორტებიდან აზიაში, ევროპასა …
ნახვა »მედიის ინფორმაციით, ირანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. როგორც ცნობილია, არეულობა თეირანთან ახლოს სამგლოვიარო აქციაზე დაიწყო, რომლის მონაწილეებიც პოლიციელების მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის, ნადის ნაჯაფის სიკვდილის მე-40 დღეს აღნიშნავდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასაფლაო დაკეტა და მოქალაქეებს ნაჯაფის საფლავთან მისვლა შეუზღუდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი …
ნახვა »