STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE
STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიყიდვის გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ირანის წინააღმდეგ სანქციები ისინი ძალაში დღესვე შევიდა. როგორც სანქციების პაკეტშია აღნიშნული, ევროკავშირის ქვეყნები გაყინავენ სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის აქტივებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თვითმფრინავების მიწოდებაზე.
ნახვა »როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ბორის ჯონსონი აპირებს მონაწილეობა მიიღოს კონსერვატიული პარტიის თავჯდომარის არჩევნებში, რათა კვლავ დაიბრუნოს პარტიის ლიდერის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ბოლო გამოკითხვებით, კონსერვატიულ პარტიაში დიდი უმრაველსობა უჭერს მხარს ბორის ჯონსონის პარტიის თავდჯომარედ და პრემიერად დაბრუნებას.
ნახვა »როგორც ცნობილია, ეროვნულ არქივში „ყაზახური კინოს დღეების” ფარგლებში, ფილმების ჩვენება მიმდინარეობს. პროგრამა მოიცავს 2021-2022 წლებში გადაღებულ სამ მხატვრულს ფილმს. ცნობისთვის, ქართველმა მაყურებელმა 19 ოქტომბერს იხილა რეჟისორ აიჟან კასიმბეკის „Fire” (2021); 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ნაჩვენები იქნება რეჟისორ იერნარ ნურგალიევის „Alga”, ხოლო 19:00 საათზე – რეჟისორ დაურენ კამშიბაევის „Zere”.
ნახვა »ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის ფარგლებში, 2023 წლის ივნისში, თბილისში, პირველად European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება. საქართველოში ჩამოვლენ და ღონისძიებას დაესწრებიან ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტები, ექსპერტები, აქტივისტები, როგორც მთელი ევროპიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. სტუმრები აქტიურად ჩაერთვებიან და თავიანთ წვლილს შეიტანენ ZEG-ის პანელებსა და დისკუსიებში. “ჩვენთვის შესანიშნავი …
ნახვა »დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა. ტრასმა განცხადება ცოტა ხნის გააკეთა. მისი თქმით, ტოვებს კონსერვატიულ პარტიას და ამის შესახებ პრინც ჩარლზს აცნობა. „მე ვაღიარებ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ განვახორციელებ იმ მანდატს, რომლითაც მე კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ლიზ ტრასი თანამდებობაზე 44 დღის წინ აირჩიეს.
ნახვა »როგორც BBC მასწავლებელთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ სკოლის მოსწავლე გოგონები აიძულა, ხელისუფლების მხარდამჭერ დემონსტრაციებში მიეღოთ მონაწილეობა და ირანის სასულიერო ლიდერის სადიდებელი ჰიმნი შეესრულებინათ. ღონისძიების დაწყებისას რამდენიმე მოსწავლემ მთავრობის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, რის …
ნახვა »საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრაზე 19-ვე კანდიდატი მიიწვიეს, შეხვედრას კანდიდატების ნაწილი ესწრება. დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა იქნება, ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ვის რა საქმიანობის გეგმა და ხედვა აქვს. კანდიდატები აცხადებენ, რომ ისინი დეპუტატებს გაუზიარებენ ინფორმაციას, როგორც საკუთარი გამოცდილების თვალსაზრისით, ასევე სამოქმედო გეგმაზეც. ფოტო: 1tv.ge
ნახვა »დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო საწარმოსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაესხნენ თავს. ცნობილია,რომ თავდასხმამ კრივი-რიჰში სერიოზული ნგრევა გამოიწვია. “მღელვარე ღამე კრივი-რიჰის რაიონში. რუსები თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს. სერიოზული ნგრევაა. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, …
ნახვა »გაეროში უკრაინის წარმომადგენლის, სერგი კისლიცას ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს, 21 ოქტომბერს, ღია სხდომაზე რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების საკითხს განიხილავს. “დღეს ირანული დრონების საკითხი, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე იქნება წამოწეული; პარასკევს ეს იქნება სპეციალური ღია სხდომის ნაწილი, რომელიც უშიშროების …
ნახვა »ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა გუშინ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა, თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პირი მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთია გათავისუფლებული. დაკავების ფაქტს ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის …
ნახვა »