„მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს. ზურაბ აზარაშვილმა კანონმდებლებს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, დასაქმებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, 2023 …
ნახვა »აშშ-ის მონტანას შტატში მომავალი წლიდან „ტიკტოკის“ გამოყენება აიკრძალება
აშშ-ის მონტანას შტატში მომავალი წლიდან „ტიკტოკის“ გამოყენება აიკრძალება. მონტანას გუბერნატორმა აღნიშნულ კანონს ხელი უკვე მოაწერა. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ჩინეთის მიერ სავარაუდო სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისგან ხალხის დასაცავად მიიღეს. მონტანაში მოსახლეობა ვეღარ შეძლებს „გუგლიდან“ და „ეფლიდან“ „ტიკტოკის“ აპლიკაციის ჩამოტვირთვას, თუმცა არ დაწესდება ჯარიმა იმ პირების მიმართ, რომლებიც აპლიკაციას იყენებენ. გადაწყვეტილების საპასუხოდ …
ნახვა »ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. დანაშაულები 20 წლამდე …
ნახვა »როსტომ ჩხეიძემ, ნატო ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დატოვეს
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, როსტომ ჩხეიძემ, ნატო ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დატოვეს. თუმცა აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების შესახებ, არის ტყუილი და “კლანს” ემიჯნებიან. „დეპუტატები – როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა …
ნახვა »მიხეილ დაუშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ოცნების“ კიდევ ერთი თანამშრომლობა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 3 კანდიდატის არჩევას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ კიდევ ერთ თანამშრომლობად აფასებს. მისი თქმით, საფრთხე კიდევ ერთხელ შეექმნა ევრორეკომენდაციების შესრულებას. „სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების ძალაუფლება განმტკიცდა, ამით ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებმა წააგეს. ამით რისკი კიდევ ერთხელ შეუქმნეს 12 პუნქტის შესრულებას. ვინც ამ …
ნახვა »ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 20-ზე მეტი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 20-ზე მეტი პირი დააკავა. მათ შორის არიან ნარკორეალიზატორები. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ფონიჭალის დასახლებაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ისაუბრა. თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, პოლიციის მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. „მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიება, …
ნახვა »ანა ნაცვლიშვილი – ქართულმა ოცნებამ“ არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან
„ქართულმა ოცნებამ“ არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა “ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები “კლანის” მფარველობისთვის, – განაცხადა “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის …
ნახვა »ნიკა მელია – არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს დაარღვია ოპოზიციური ერთობა, აღარ აქვს მორალური უფლება, ოპოზიციონერი დეპუტატი ერქვას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად წარდგენილი სამი კანდიდატის მხარდაჭერა გააკრიტიკა და განმარტა, რომ არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს ოპოზიციური ერთობა დაარღვია, მორალური უფლება აღარ აქვს ოპოზიციონერი დეპუტატი ერქვას და პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს. მელია მსგავს …
ნახვა »საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს – ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრმა უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. „ძალიან ვამაყობ, რომ ვმონაწილეობ ევროსაბჭოს სახელმწიფოს და მთავრობების მეთაურების მეოთხე …
ნახვა »იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესში ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესში ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. კანდიდატების კენჭისყრის პროცესი შეჩერდა და პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა კენჭისყრის დროს კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევა. არამოსამართლე წევრების ასარჩევად 90-ხმიანი უმრავლესობა იყო საჭირო. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი …
ნახვა »