პოლიტიკა

editor

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის სპიკერის ცნობით, თარიღი პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიოა, სალომე ზურაბიშვილს 31 მარტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.

ნახვა »

სახალხო დამცველი – თანადგომას ვუცხადებ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს, გამოვთქვამ მზადყოფნას, სურვილისა და მომართვის შემთხვევაში შევისწავლოთ მათი ინდივიდუალური საქმეები

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს, რაც ამ გახმაურებას მოყვა“. „სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის …

ნახვა »

პროკურატურა – ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნეს

ნაფიცმა მსჯულებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა დაზარალებული იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ ავტოავარიის ინსცენირება მოაწყო და დანაშაულის დაფარვის მიზნით მსხვერპლს და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა. „სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე ბრალდებულმა თანხა ისესხა დაზარალებულისგან, რომელსაც თვეების განმავლობაში არ უბრუნებდა. დაზარალებული ვალის …

ნახვა »

პრემიერი – 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები – თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი 94%-მდე გაიზარდა

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი …

ნახვა »

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. “დონეცკის მიმართულებით, გუშინ, რუსებმა ავდეევკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაზიანდა სასტუმრო და სასამართლოს შენობა. დღის განმავლობაში, კურახოვოში 6-ჯერ გაისროლეს. ერთ დღეში რუსებმა დონეცკის ოლქის 1 მცხოვრები მოკლეს, 2 ადამიანი დაშავებულია”, – თქვა დონეცკის რეგიონული …

ნახვა »

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. სააგენტოს ცნობით, ეს ეხება ბოლო პერიოდში, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. “მოკვლევას საფუძვლად დაედო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია …

ნახვა »

ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა

ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგკონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება დამოკიდებული აღარ იქნება სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა. შესაბამისი ცვლილებები „სპორტის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, უზრუნველყონ …

ნახვა »

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გერმანიის სატრანსპორტო სისტემის თანამშრომლებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს

გერმანიის სატრანსპორტო სისტემის თანამშრომლებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ გაფიცვაში მონაწილეობენ აეროპორტების, პორტების, რკინიგზის, ავტობუსებისა და მეტროების თანამშრომლები. გაფიცვა ორი უდიდესი პროფკავშირის მიერ არის ორგანიზებული. მზარდი საცხოვრებელი ხარჯების გამო, პროფკავშირები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. „ვერდი“ წარმოადგენს დაახლოებით 2.5 მილიონ თანამშრომელს საჯარო სექტორში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და აეროპორტებში. „რკინიგზისა და …

ნახვა »

თბილისის გრანდ სლემზე საქართველომ 3 ოქროს მედალი მოიპოვა

თბილისის ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ჰიმნი 3-ჯერ აჟღერდა. საქართველოს ნაკრების წევრებმა „თბილისი არენაზე“ გამართული ტურნირის მესამე დღეს ჯამში 4 მედალი მოიპოვეს. 90 კგ. კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მოქმედ ევროპის ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს დაუპირისპირდა და ვაზარით გაიმარჯვა. შესაბამისად, ლაშა ბექაური გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა, ლუკა …

ნახვა »

ლაშა ბექაური თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა. 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, დაძაბულ ბრძოლაში, ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი კარიერაში პირველად მოიგო. დღეს ფინალურ ბლოკში ოქროს მედლებისთვის ილია სულამანიძე (100 კგ) …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია