პოლიტიკა

editor

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქალაქ თელ-ავივში მთავრობის კანონპროექტი 200 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა. მედიის ინფორმაციით, ბლოკირებული ავტომაგისტრალის გასახსნელად ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. საპროტესტო აქციები ასევე ჩატარდა იერუსალიმში, ჰაიფასა და ბერშევაში. პროტესტის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციებში, საერთო ჯამში, 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციები, რომლებიც უკვე მე-11 კვირაა, ტარდება, ეწინააღმდეგება მემარჯვენე …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – დასავლეთი იწყებს მეორე მსოფლიო ომის გერმანულ-იტალიურ-იაპონური ღერძის მსგავსი ახალი სამხედრო ბლოკის შექმნას

დასავლეთი იწყებს მეორე მსოფლიო ომის გერმანულ-იტალიურ-იაპონური ღერძის მსგავსი ახალი სამხედრო ბლოკის შექმნას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს ნატო შეთანხმდა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან: ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, სამხრეთ კორეასთან და სხვებთან ურთიერთობების განვითარების განზრახვაზე. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი …

ნახვა »

გელა ზაალიშვილმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემის ფინალში გავიდა

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ბრძოლას ხუთი ძიუდოისტი განაგრძობს. ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა, მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ნახევარფინალში მსოფლიოს მომქმედი ჩემპიონი, კუბელი ენდი გრანდა ულამაზესი გდებით დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ქართველი თურქ ან სლოვაკ სპორტსმენთან იჭიდავებს. შეჯიბრის ნახევარფინალში იასპარეზებენ ილია სულამანიძე, ლაშა ბექაური და ლუკა …

ნახვა »

ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოსს წერილით მიმართავს. „თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს …

ნახვა »

ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გადამწყვეტ შეხვედრაში ბულგარელ მარკ ჰრისტოვს მოუგო.  თბილისი არენაზე მიმდინარე ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ ლაშამ შეძლო მედლოს მოპოვება. ამ დროისთვის საქართვრლოს ნაკრების ანგარიშზე თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 2 მელადია, ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაო და …

ნახვა »

პირველი მოგება 2023 წელს – საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

2023 წლის პირველ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბათუმში მონღოლეთს უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა. საქართველო: ლორია (46. გუგეშაშვილი) – საზონოვი, კობახიძე, დვალი – გოჩოლეიშვილი, აბურჯანია (46. კვეკვესკირი), გაგნიძე (64. დავითაშვილი), წიტაიშვილი (64. სიგუა) – ლობჟანიძე, ვოლკოვი (71. ბერიძე), ჩაკვეტაძე (64. ზივზივაძე). სათადარიგოები: მამარდაშვილი, კაშია, ტაბიძე, კვირკველია, კაკაბაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. ვილი სანიოლმა „ბათუმი არენაზე“ ფიფა-ს რეიტინგის 183-ე გუნდთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს …

ნახვა »

დიღმის მასივში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დანით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი …

ნახვა »

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ხელახლა გასახანგრძლივებლად მისი პოზიტიური დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას მოლაპარაკებების გზით. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. „პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე წერეთლის N67-ში …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – მტრის ყოველი განადგურებული პოზიცია არის სიცოცხლის გადარჩენა უკრაინაში

მტრის ყოველი განადგურებული პოზიცია არის სიცოცხლის გადარჩენა უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს, შექმნას დემილიტარიზებული ბუფერული ზონები უკრაინის შიგნით მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო. „ისეთი დარტყმებისთვის, როგორიც დღეს კონსტანტინევკაზე მოხდა, ისევე, როგორც ჩვენ ბევრ ქალაქში, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია