თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა, რის გამოც რამდენიმე წუთით ეთერი შეწყდა. თურქული მედიის ინფორმაციით, სამშაბათს ქვეყნის პირველ პირს სამი წინა საარჩევნო სიტყვით გამოსვლა ჰქონდა ჩანიშნული. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს არის დანიშნული. მისი სამუშაო დღე უნდა დასრულებულიყო ინტერვიუთი, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო, ინტერვიუ ჩანიშნულზე საათნახევრით …
ნახვა »1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსებს, რომლის ასაკი 10 წელს არ აღემატება, ავტობუსის ზოლზე მოძრაობის უფლება ექნებათ
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებული სიახლე განიხილა. მისი თქმით, 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსებს, რომლის ასაკი 10 წელს არ აღემატება, ავტობუსის ზოლზე მოძრაობის უფლება ექნებათ, ხოლო იმისთვის, რომ მგზავრებმა ეს ტაქსები სხვა ტაქსებისგან განასხვაონ, სპეციალური სტიკერით აღინიშნება. „როგორც მოგეხსენებათ, პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი …
ნახვა »უკრაინის გენშტაბი – რუსული ძალების მიერ აქტიურ შეტევით ოპერაციები მიმდინარეობს ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით
რუსული ძალების მიერ აქტიურ შეტევით ოპერაციები მიმდინარეობს ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ამ სამი მიმართულებით მტრის 39 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ ბახმუტისა და მარინკასათვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება. „ბახმუტის …
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება
უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. “რუსეთმა უნდა წააგოს, სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება, ჰქონდეს,” – განაცხასა ზელენსკიმ. მისი თქმით, საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა, ანდრეი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით, წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. …
ნახვა »ბლექ სი არენას” შენახვისთვის თუ სახსრებს ვპოულობთ, რა გახდა 12 ბავშვისთვის ამ მედიკამენტის შეძენა?! – ბაჩო დოლიძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბაჩო დოლიძე მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ “ამაზრზენი საყურებელია” თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ. “პირველივე დღიდან ვგულშემატკივრობ ამ ადამიანებს. გამწარებულ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შვილებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვენ. ამაზრზენი საყურებელია, თუ რა დამოკიდებულება აქვს …
ნახვა »ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას – შარლ მიშელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”წერს: „ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას ამ გზის თითოეულ ეტაპზე და კვლავაც მტკიცედ ერთგულია ევროპული პერსპექტივის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს.”
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრა. მითი თქმით, საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. „ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება. საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი …
ნახვა »IRI- გამოკითხულთა 63 პროცენტი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი მიგაჩნიათ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად, გამოკითხულთა 63 პროცენტი ასახელებს ევროკავშირს, 47 პროცენტი – აშშ-ს, 27 პროცენტი – უკრაინას, 18 პროცენტი – თურქეთს, 16 პროცენტი – აზერბაიჯანს. ასევე 12 პროცენტი ასახელებს ბრიტანეთს, 8-8 პროცენტი – რუსეთს, სომხეთსა და ისრაელს, სამი პროცენტი ჩინეთს, ორი …
ნახვა »IRI-ს კვლევის მიხედვით – მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას გამოკითხულთა 43% მტკიცედ უჭერს მხარს, 26% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% მტკიცედ უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას. კერძოდ, კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით მიხეილ სააკაშვილისსამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას?“, 43 % – მა უპასუხა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს, 26% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 18 % – ნაწილობრივ უჭერს მხარს, 7% – …
ნახვა »IRI-ის კვლევის მიხედვით, პერსონების რეიტინგში პირველ ადგილზეა პატრიარქი, შემდეგ კი მოდიან კახა კალაძე, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი
IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91 პროცენტისთვის მისაღებია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. კითხვაზე ჩამოთვლითაგან როგორია თქვენი შეხედულება ამ პირებზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა. პატრიარქი ილია მეორე – 91% მისაღები, 6% – მიუღებელი; კახა კალაძე – 52% – მისაღები, 44% – მიუღებელი; 1% – არ მსმენია, 4%- არ ვიცი/უარი პასუხზე; სალომე ზურაბიშვილი …
ნახვა »