პოლიტიკა

editor

ეუთო/ოდირი – ვამზადებთ სამართლებრივ დასკვნას ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობა

ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, – ამის შესახებ ეუთო/ოდირი წერს. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ საერთაშორისო პარტნიორებთან. „ეუთო-ს ქვეყნებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომ კანონები ღია, ინკლუზიური და საჯარო კონსულტაციების პროცესის მეშვეობით მიიღონ. ასოციაციებთან და მათ წევრებთან …

ნახვა »

ლევან დავითაშვილმა ბერლინში საერთაშორისო მედიას საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო

ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო უნიკალური კულტურით, ღვინის სამშობლო, მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციების 8000-წლიანი ისტორიით. ადგილი, საიდანაც პირველი ევროპელები მოვიდნენ, ქართული ანბანი – მსოფლიოს 14 ანბანიდან ერთ-ერთი, რომლის ჯადოსნური სტრუქტურა ექსკლუზიურია ორიგინალური დამწერლობის სისტემებს შორის და ჭეშმარიტად ასახავს ქართული კულტურის განსაკუთრებულობას, – ასე გააცნო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო საერთაშორისო …

ნახვა »

მიხეილ ყაველაშვილმა ხატია დეკანოიძეს მიმართა – შენმა კოლეგებმა საკუთარი სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს, ამას ვერ გაექცევით, სიამოვნებით მოვაწერ ხელს საგამოძიებო კომისიის შექმნას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტს განიხილავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ყველა, ვინც კანონპროექტს მხარს დაუჭერს, სამშობლოს გამყიდველი იქნება. ხატია დეკანოიძემ კანონპროექტის ავტორებს რიტორიკული კითხვით მიმართა. „ინდივიდუალური პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ, მათ შორის, ამ ადამიანებმა ვერ გამოიყენონ ის კეთილდღეობა, რომელსაც აძლევს დასავლეთი. ცივილიზებული სამყაროს აქეთ …

ნახვა »

კელი დეგნანი – მოვუწოდებთ პარლამენტს, გთხოვთ, გადახედეთ, გამოიწვიეთ წარდგენილი კანონი, ეს არ არის საჭირო, არ შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესში

ჩვენ არ ვნებდებით, რათა დავარწმუნოთ მთავრობა, რომ ამ კანონთან მიმართებაში წინსვლა არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ელჩის თქმით, პარლამენტმა უნდა გადახედოს აღნიშნულ კანონპროექტს. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერო-მ, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, საქართველოს ბევრმა მეგობარმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ამ კანონთან …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა – ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას, რათა ეს კანონი არ გაიტანონ, ჯერი არის თქვენზე, ხელები არ ჩამოვუშვათ, არ დავნებდეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის შენობიდან აქციის მონაწილეებს მიმართა. ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას, რათა ხელი შეუშალოს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას და მოქალაქეებს მოუწოდა, არ დანებდნენ. „მინდა, ერთი რამ გთხოვოთ და გაითვალისწინოთ, ეს არ არის პარტიული საქმე, ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე, ეს არ არის …

ნახვა »

სამადაშვილი: ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას, თარიღს კონსულტაციების შემდეგ გაცნობებთ

პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება ფართომასშტაბიანი აქცია “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინაარმდეგ, რომლის თარიღსაც კონსულტაციების შემდეგ საზოგადოებას აცნობებს. “საქართველოს პარლამენტს დღეს აკონტროლებს არა ქართული პოლიცია, არა ქართული სუს-ი, არამედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის თანამშრომლები. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკვე, ქართულმა ოცნებამ, ფაქტობრივად, ფარსად გადააქცია …

ნახვა »

ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს მიმართა – უსამშობლო კაცი ხარ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს, ხმაურია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რამდენჯერმე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაეცვათ წესრიგი. მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას, „ხალხის ძალის“ წევრისთვის, გურამ მაჭარაშვილისთვის მოხსენების წაკითხვის საშუალება მიეცათ. ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პერიოდულად ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს!“ ამასთან, ანრი ოხანაშვილმა …

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნება“ საქართველოს ინტერესებს ისე რომ იცავდეს, როგორც იცავს რუსულ ინტერესებს, ჩვენი საქმე მართლა კარგად იქნებოდა

„ქართული ოცნება“ საქართველოს ინტერესებს ისე რომ იცავდეს, როგორც იცავს რუსულ ინტერესებს, ჩვენი საქმე მართლა კარგად იქნებოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „სპეცსამსახურების უკან ლაჩრულად იმალებიან და უნდათ, კომიტეტის სხდომა ჩაატარონ. საკომიტეტო დარბაზში ის ადამიანები შეიყვანეს, ვინც მათ სურთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხს მათი მოღალატეობრივი სახე ვაჩვენოთ, …

ნახვა »

პარლამენტის შენობასთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ. პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა 09:30 საათზე დაიწყო. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ასევე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. ფოტო: ipn.ge

ნახვა »

ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა უზბეკეთში კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ხუთი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა. 100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ქართველმა ფინალში ჯერ – ვაზარით, ხოლო შემდეგ შებოჭვით ავსტრიელი ფარა დაამარცხა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია