პოლიტიკა

editor

“მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდით ჩემ მიმართ შეურაცხყოფაში”- გამყრელიძის წერილი ჯანდაცვას

“ძალა აღმართს ხნავს. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემს მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის”, – ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას. წერილი ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა. წერილიდან ირკვევა, რომ ამირან გამყრელიძე ნაწყენია მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გამო …

ნახვა »

დღეიდან, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა

დღეიდან, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილმა განუცხადა, განმეორებითი ტექინსპექტირების ფასი ავტომობილის ტიპის მიხედვით 20 და 30 ლარი იქნება. „დღეიდან ავტომფლობელებს, რომლებიც ტექინსპექტირების ცენტრებს განმეორებითი ინსპექტირებისთვის მიმართავენ, შესაბამისი ტარიფის გადახდა მოუწევთ. ტარიფი დადგენილია – მსუბუქ ავტომობილებზე და მისაბმელებზე 20 ლარი იქნება, ხოლო ავტობუსებზე …

ნახვა »

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11.0 პროცენტზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 1 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან არსებული მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს …

ნახვა »

თბილისსა და რეგიონებში იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ფაქტებზე 14 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. კერძოდ: ოთხი ავტომატი, რვა ცეცხლსასროლი იარაღი, შვიდი მჭიდი და 360 …

ნახვა »

„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და მეტროსადგური ივნისი-აგვისტოს პერიოდში დაიკეტება

9 თებერვლიდან „ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამუშაოების შესრულების ვადად 18 თვე განისაზღვრა. „ვიწყებთ „ვარკეთილის“ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. იცით, რომ დიდი პრობლემა იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. გარკვეული სამუშაოები წინა მერის პერიოდში იყო განხორციელებული, თუმცა გვახსოვს …

ნახვა »

სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაფინანსება ეხება რამდენიმე კატეგორიას: სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს. მისივე თქმით, აღნიშნულ სამ …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

ხატია დეკანოიძე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი – 3,73%, ნიკა მელია – 40%, გიორგი მუმლაძე – 3.68%, ლევან ხაბეიშვილი – 52,58%. მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან …

ნახვა »

საფრანგეთში საპენსიო რეფორმა ასიათასობით ადამიანმა გააპროტესტა

საფრანგეთში ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას ასიათასობით ადამიანი აპროტესტებს. საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტი, სკოლები და ენერგეტიკის სექტორი დააზარალა. რკინიგზის ოპერატორების ინფორმაციით, ავტობუსები, მატარებლები და ტრამვაი ქალაქებში პარიზიდან ნიცამდე, ისევე როგორც რეგიონული და ჩქაროსნული მატარებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვნად შეფერხდა. მასწავლებელთა მთავარ პროფკავშირში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში ბაგა-ბაღებისა და დაწყებითი სკოლების მასწავლებლების …

ნახვა »

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საკრებულოს დეპუტატი დააკავა, რომელიც რუსეთის დაზვერვაში მუშაობდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა „ოპოზიციური პლატფორმა -სიცოცხლის“ წევრი დააკავა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის დაზვერვაში მუშაობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სევერსკის საკრებულოს დეპუტატი რაშისტების თანამონაწილე აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბრიდან ის აგროვებდა ინფორმაციას ბახმუტის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების განლაგების შესახებ. მათივე ცნობით, …

ნახვა »

ნინო ნადირაძე – მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში „ჯერ არ გადაჰყავთ“

„ვივამედის” გენერალურ დირექტორის, ნინო ნადირაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში „ჯერ არ გადაჰყავთ“. აღნიშნულის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. “როცა დავაპირებთ, გეტყვით. ჯერ არა”, – აღნიშნა ნადირაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია გიორგი ჩალაძემ დღეს გაავრცელა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია