პოლიტიკა

editor

შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მიმართა, აღარ განიხილონ თხოვნა კანონპროექტებზე სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე

შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის მიმართა, აღარ განიხილონ თხოვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე. „თქვენო აღმატებულებავ, რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენაზე ჩავარდება, გიდასტურებთ, ჩავარდნა ამ საკითხს პროცედურულად გადაწყვეტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, პროცედურის მიხედვით, ის პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება. „რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რომელზეც უკვე …

ნახვა »

ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციები აღარ უნდა გაგრძელდეს და პარლამენტში ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს საქმიანობა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით

ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქართველი ხალხის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და გამარჯვება მიღწეულია. როგორც სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პროცესი ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და „ქართულმა ოცნებამ“ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტიდან ოფიციალურად უნდა გაიწვიოს. სამნიძის აზრით, საპროტესტო აქციები აღარ უნდა გაგრძელდეს და პარლამენტში ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს საქმიანობა 12 …

ნახვა »

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ …

ნახვა »

მამუკა ხაზარაძე – მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას, ამის განმუხტვა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ ამ კანონის გამოტანით

მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას, ამის განმუხტვა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ ამ კანონის გამოტანით, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. „67 წლის წინ, 9 მარტს საბჭოთა არმიამ დაარბია ჩვენი თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომელიც გამოვიდა რუსთაველზე და ითხოვდა თავისუფლებას, რომ დაეხსნა თავი იმპერიისგან. 67 წლის წინ, 9 …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი, შეამცირონ საზოგადოებასთან არსებული უფსკრული, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი აჩვენონ, რომ ისინი არ არიან პრორუსული ძალა

ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო, ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. …

ნახვა »

შარლ მიშელი – ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში პროცესების განვითარებით – „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას

ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში პროცესების განვითარებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება ევროკვშირის გზასთან შესაბამისობაში არ მოდის. „ამ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლეობას სურს. კანონის უზენაესობისა …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილმა კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა. ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არის რუსული კანონი და უნდა დაიწვას. „ეს რუსული კანონი ისევე უნდა იყოს დამწვარი, როგორც ახლა, პირდაპირ ეთერში ვწვავთ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გუშინ პირველი …

ნახვა »

კახა ოქრიაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს: „აგენტების“ რუსული კანონი ზღუდავს კონკურენციას პოლიტიკურ ველზე, ზღუდავს დემოკრატიის განვითარების პროცესს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას – ე.ი. არის უკანონო. „ქართული ოცნება“ რუსეთიდან მართული მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზმია და აქედან გამომდინარე, არის არალეგიტიმური! ამ კანონის გამოტანით, „ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია, გააფორმა კონსტიტუციის დარღვევა და გახდა კანონგარეშე …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე: ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის

დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის, ამას აქვს თავისი მიზეზი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ამერიკულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში ის ძალები, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია