პოლიტიკა

editor

შალვა პაპუაშვილსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი შეხვდა. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა. კელი დეგნანმა პარლამენტი კომენტარის გარეშე დატოვა. ასევე, შეხვედრა მიმდინარეობს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შორის. რა საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ჯერ არ კონკრეტდება.

ნახვა »

ალასანია სააკაშვილზე: ადამიანი ვერ იღებს საკვებს, ჭამს იმას, რაც შეუძლია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ვივამედის გენერალურ დირექტორს, ნინო ნადირაძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი იმ საკვებს იღებს, რისი მიღებაც შეუძლია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. “შეიძლება, ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და განმარტებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, მაღალი დონის ექსპერტებისგან, რომ ადამიანი არის მოწამლული. ამის გამო, ადამიანი ვერ იღებს საკვებს, ჭამს …

ნახვა »

ვაზისუბანში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა

ვაზისუბანში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საქმის პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. „სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო უმწეო მდგომარეობაში მყოფი მშობლების მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. აბსოლუტურად …

ნახვა »

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციისკენ მოუწოდეს

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციისკენ მოუწოდეს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, უნდა შეიკრიბონ, რათა ყველამ გაიგოს, რომ მათი ურყევი ნება ძლიერი და ერთიანი საქართველოს მშენებლობის ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან არასდროს გადაიხედება. „დღეს ყველანი ერთად ვდგავარ და გვაერთიანებს ერთი რამ, ძლიერი საქართველოს …

ნახვა »

ათენის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს

საბერძნეთის პოლიცია ათენის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებულ Ryanair-ის თვითმფრინავში ჩხრეკას აწარმოებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, Boeing 737-ის პილოტმა შესაბამის ორგანოებს შეატყობინა, რომ შესაძლოა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს. ამ დროს თვითმფრინავში 190 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. პოლონეთის ქალაქ კატოვიცედან აფრენილი ხომალდი საბერძნეთში 2 გამანადგურებლის თანხლებით დაეშვა. აეროპორტში მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები. სამართალდამცველები ჩხრეკდნენ მგზავრებს და …

ნახვა »

ჯონსონი: ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. “ეს არის მომენტი, რომ გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და მივცეთ უკრაინელებს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. და გამარჯვება რაც შეიძლება მალე… რაც უფრო მალე დამარცხდება პუტინი, მით უკეთესი იქნება …

ნახვა »

უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს

 რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს. უკრაინიული მედიის ცნობით, ვასილი ლოზინსკი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს. ის 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმე ეხება გენერატორების შეძენას. ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის. გამოძიების ინფორმაციით, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების …

ნახვა »

უხუცესი ძაღლი მსოფლიოში

ბოლო 13 წელია სპაიკი აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთ ფერმაში რიტა კიმბელთან ერთად ცხოვრობს. ქალმა ძაღლი ქუჩაში, სასურსათო მაღაზიასთან იპოვა და მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა. „ზურგი გაპარსული ჰქონდა, კისერზე კი თოკისგან ან ჯაჭვისგან სისხლის ლაქები ემჩნეოდა. მაღაზიის გამყიდველმა მითხრა, რომ ძაღლი აქ უკვე 3 დღეა დადის და მას ნარჩენებით კვებავდნენ“, – …

ნახვა »

კალიფორნიაში მასობრივი სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში, იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ, მასობრივი სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა და დააკავეს თუ არა ბრალდებული. ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, ეჭვმიტანილი კაცია. 

ნახვა »

ქართველმა მოჭიდავეებმა ნიცას ტურნირზე ექვსი მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ანრი დელანის გრან პრიზე ექვსი მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) და ნიკა ბერულავამ (125 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. გიორგი ჭოლაძე (70 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია