შეურაცხყოფა მოგვაყენეს ნორვეგიელებმა, არ ვიცი, ეს ოპოზიციაა თუ პოზიცია, სულ ერთია ჩემთვის, გამობრძანდეს ელჩი და გვითხრას, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ჯილდოს გადაცემა არის თუ არა ნორვეგიის სახელმწიფოს აზრი, – ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა, ნანა ქადაგიშვილმა ნორვეგიის საელჩოსთან აქციაზე განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები ნორვეგიის საელჩოსთან აქციას მართავენ. როგორც …
ნახვა »კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს. კიმ ჩენ ინის თქმით, ქვეყანაში ბირთვული იარაღის მარაგი „გეომეტრიული პროგრესიით“ უნდა გაიზარდოს. 27 მარტს კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა ბირთვული იარაღის მიღებას შეიარაღებულ ძალებში და მოისმინა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის ინსტიტუტის მოხსენება ბოლო …
ნახვა »ვილი სანიოლი: კარგად ვიცით, რამდენად რთული თამაში იქნება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ, 28 მარტს, ბათუმში გამართავს. მატჩთან დაკავშირებით დღეს ბათუმის სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ პრეკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხებს უპასუხეს. ვილი სანიოლი: „ჩვენმა ნაკრებმა კარგად იცის რამდენად ძლიერი მოთმაშეები ყავს ნორვეგიას …
ნახვა »ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.
ნახვა »„ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციებს გამართავს
„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველი კონფერენცია 28 მარტს ბათუმში ჩატარდება. „მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან. კონფერენციის …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს განმეორებით ეძალადება, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა
შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქალზე ძალადობისა და, კიდევ უფრო, მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კატეგორიულად გმობს ყოველგვარ შევიწროვებას, სიტყვიერ თუ ფიზიკურ თავდასხმას. „გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. …
ნახვა »ლედი გაგა Joker 2-ის გადასაღებ მოედანზე ჰარლი ქვინის როლში პირველად გამოჩნდა
ჯოკერის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმში Joker: Folie à Deux ჰარლი ქვინის როლს სავარაუდოდ ლედი გაგა შეასრულებს. ფილმის ნახვა, რომელიც 2019 წლის ოსკაროსანი ჰიტის, Joker-ის, გაგრძელებაა, მაყურებელს 2024 წელს შეეძლება. გადასაღები მოედნიდან კი ახლახან გაგას ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სწორედ ჰარლი ქვინის კოსტიუმი აქვს მორგებული. ლედი გაგა ფილმთან პირველად 14 თებერვალს დააკავშირეს, როცა ფილმის რეჟისორმა, ტოდ …
ნახვა »The Weeknd-ი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შემსრულებელი
გინესის რეკორდების წიგნმა კანადელი მომღერალი The Weeknd-ი პლანეტის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად აღიარა. 33 წლის მუსიკოსმა ეს წოდება ორი სერიოზული რეკორდის დამყარების შემდეგ მიიღო: ის პირველი მუსიკოსი გახდა, რომელსაც Spotify-ზე თვეში 100 მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავს, ამასთან The Weeknd-ს ამ პლატფორმაზე რეკორდული რაოდენობის მსმენელი ჰყავს – 111,4 მილიონი. 2020 წელს გამოსული მუსიკოსის …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის სპიკერის ცნობით, თარიღი პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიოა, სალომე ზურაბიშვილს 31 მარტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.
ნახვა »სახალხო დამცველი – თანადგომას ვუცხადებ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს, გამოვთქვამ მზადყოფნას, სურვილისა და მომართვის შემთხვევაში შევისწავლოთ მათი ინდივიდუალური საქმეები
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს, რაც ამ გახმაურებას მოყვა“. „სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის …
ნახვა »