პოლიტიკა

editor

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ოთარ სიჭინავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. კიდევ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე ნინუას მიმართ სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. „დავით კეზერაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს და …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩვენს ძმებს ყველგან, დღევანდელი დღე უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიხარულს

მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩვენს ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ჩვენს ძმებს ყველგან, ჩვენს მოძმე აზერბაიჯანში, თურქეთში, ყველგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში განაცხადა. პრემიერის თქმით, დღევანდელი დღე უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს. „ყველას მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო მშვიდობა ჩვენს …

ნახვა »

“ნორვეგიას ჰაალანდი ყავს, საქართველოს კი გურამ კაშია” – ვილი სანიოლი

დღეს სასტუმრო “პულმან თბილისში“ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ჩვენი გუნდი 25 მარტს მონღოლეთთან ამხანაგური შეხვედრას ჩაატარებს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. ვილი სანიოლმა დავით ხოჭოლავას ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა …

ნახვა »

ალეკო ელისაშვილი – „ქართული ოცნების“ რღვევა, სავარაუდოდ, დაწყებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აიძულეს, რომ ხმა იმ საძაგლობისთვის მიეცათ და ვინც არ მისცა, ამას უკმაყოფილება მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ დაშლისკენ მიდის. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ალბათ 76 ადამიანიდან ნახევარზე მეტმა კანონპროექტს ხმა გულისრევით მისცა, რადგან მხარდაჭერა …

ნახვა »

რატი ბრეგაძე – არც სააკაშვილის, არც ოჯახის მხრიდან არ შემოსულა განცხადება მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შესახებ

სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. „მსურს, გავაკეთო განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს. აქვე, მინდა, …

ნახვა »

ჩინეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ჩინეთის ლიდერის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში რამენიმე წუთის წინ დაეშვა. ჩინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს კრემლში, მოსკოვის დროით 15:00 საათზე შეხვდება. თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევის შემდეგ, ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი საერთაშორისო ვიზიტია.

ნახვა »

განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. ამილახვარმა მიხეილ ჩხენკელი შეცვალა, რომელიც მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. „დღეს წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მანამდე, მინდა გითხრათ, რომ მე უკვე შევხვდი მიხეილ ჩხენკელს, რომელმაც საკუთარი სურვილით …

ნახვა »

ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპა მეთხუთმეტედ მოიგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპაზე კვლავ ტრიულფალურად იასპარეზა. ბორჯღალოსნებმა ახალი ფორმატით გამართული ტურნირის ფინალში პორტუგალია დაამარცხეს. გადამწყვეტი მატჩი ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შედგა და საქართველომ 38:11 სძლია მეტოქეს. ჩვენმა გუნდმა რაგბი ევროპა ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო, აღნიშნულ ტურნირზე კი საიუბილეო მე-100 გამარჯვება იზეიმა.  ბორჯღალოსნებს 29 მატჩიანი წაუგებელი სერია აქთ, რაც საქართველოს ნაკრების …

ნახვა »

ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლსმენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკვე დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა.

ნახვა »

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. “18 მარტს, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში 3 ადამიანი მოკლეს: 2 კრამატორსკში და 1 კონსტანტინოვკაში. გარდა ამისა, 18 ადამიანი დაშავდა”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. უკრაინის ცნობით, 18 მარტს, რუსებმა კრამატორსკი დაბომბეს, რის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია