პოლიტიკა

editor

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტის ქალაქში ვიზიტი არ დაანონსებულა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინდელ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე. მისი თქმით, ოკუპანტები მაისიდან ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა, აღკვეთონ უცხოური სპეცსამსახურების ქმედებები და გამოავლინონ მოღალატეები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა, ხისტად აღკვეთონ უცხოური სპეცსამსახურების ქმედებები და გამოავლინონ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომელთა დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვლადიმირ პუტინმა დაასახელა სპეცსამსახურების სამუშაოების მთავარი მიმართულებები. მისი თქმით, ესენია: ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა და რუსეთის საზღვრების დაცვა. „საზღვრის …

ნახვა »

თეიმურაზ კუპატაძე – მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული. „დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის ტერიტორიქზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია …

ნახვა »

შსს 26 500 000 ევროდ 3 სამაშველო და პოლიციურ ვერტმფრენს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 500 000 ევროდ ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან 3 სამაშველო და პოლიციურ შვეულმფრენს ყიდულობს. “ხელშეკრულების პირობის მიხედვით წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროს ოდენობით დაიზოგება. …

ნახვა »

Screen Rant – „აკადემია ამბრელას“ ფინალურ სეზონში მხოლოდ 6 სერია იქნება

Netflix-ის სერიალის „აკადემია ამბრელა“ ბოლო, მეოთხე სეზონში მხოლოდ 6 სერია იქნება. ამის შესახებ Screen Rant-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს სერიალის შოურანერმა სტივ ბლექმენმა დაადასტურა. ამასთან, ცნობილია სეზონის პირველი სერიის სახელწოდება – „რაც გინდა იმის მიღების აუტანელი ტრაგედია“. ბლექმენმა შოუს თაყვანისმცემლებს უთხრა, რომ სერიების რაოდენობის წინა სეზონებისთვის ჩვეული 10-დან 6-მდე შემცირების მიუხედავად, …

ნახვა »

„ბარბის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა

სტუდიამ Worner Bros. ფილმის „ბარბი“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. როგორც  ცნობილია, თრეილერში თოჯინებით მოთამაშე გოგოები გიგანტურ ბარბის ხედავენ – კადრები სტენლი კუბრიკის „კოსმოსური ოდისეაში“ შავი მონოლითის გამოჩენას იმეორებს. ცნობისთვის, სურათის რეჟისორი გრეტა გერვიგია. ფილმის სცენარი მან ნოა ბაუმბახთან ერთად ერთად დაწერა. მთავარ როლებს კი სურათში მარგო რობი …

ნახვა »

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის განმეორებითი ჯარიმა დაწესდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომლითაც იცვლება დაწესებული პასუხისმგებლობა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვისთვის გადაცემისთვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.პროექტის თანახმად: ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ისეთი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემისთვის, რომელსაც არ გაუვლია …

ნახვა »

22-23 დეკემბერს რიგგარეშე სესიის მოსაწვევად შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტს მიმართავს

22-23 დეკემბერს რიგგარეშე სესიის მოსაწვევად პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მიმართავს. ”ჩვენ საშემოდგომო სესია დავასრულეთ, მაგრამ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით უკვე მოგაწოდეთ წინასწარ ინფორმაცია.დღეს მივმართავ პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე სესია. დღის წესრიგში იქნება სახალხო დამცველის არჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, ცესკო-ს წევრების, თავმჯდომარის არჩევა და რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით გვაქვს მისაღები. …

ნახვა »

რადიკალმა ისლამისტებმა პაკისტანში კონტრტერორისტული ცენტრი დაიკავეს და მძევლები აიყვანეს

რადიკალმა ისლამისტებმა პაკისტანში კონტრტერორისტული ცენტრი დაიკავეს და მძევლები აიყვანეს. როგორც „როიტერი“ ქალაქ ბანუს პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, უცნობია, ტერორისტები თავს დაესხნენ ცენტრს გარედან, თუ მათ წაართვეს საბრძოლო მასალა პერსონალს ცენტრის შიგნით, მათი დაკავების შემდეგ დაკითხვის დროს. კონტრტერორისტულ ცენტრს პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს. შენობაში დაახლოებით 15 ისლამისტი იმყოფება. ცნობილია, რომ რადიკალ …

ნახვა »

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაიწყო

USA2GEORGIA-ს მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის განაცხადის საფუძველზე, საქმის შესწავლა დაიწყო. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება, აშშ-დან მომხმარებლების მიერ ნივთის დისტანციურად შეძენისას, ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის წესის ცვლილებას. „განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამზიდმა კომპანიამ USA2GEORGIA-მ მომხმარებლების გაფრთხილების გარეშე, წონის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია