ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამართული მორიგი აქცია შეტაკებით დასრულდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თელ ავივში დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის ბარიკადების გარღვევა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. დააკავეს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი. სხვადასხვა ცნობებით, აქციაში 160 000 ადამიანი მონაწილეობდა. მიტინგი გაიმართა იერუსალიმშიც, სადაც აქტივისტები ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, ისრაელი კონსტიტუციური და სოციალური …
ნახვა »აზერბაიჯანული და სომხური მედია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იუწყებიან
აზერბაიჯანული და სომხური მედია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იუწყებიან. როგორც სომხური მედია წერს, „აზერბაიჯანელი დივერსანტები პოლიციის საპასპორტო-სავიზო სამმართველოს თანამშრომლებს დაესხნენ თავს“. მათივე ცნობით, შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულბიც. სომხური მედია წერს, რომ თავდასხმა დღეს დილით მოხდა. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ „ყარაბაღში პროვოკაცია სომხურმა მხარემ მოაწყო“. მათივე ინფორმაციით, …
ნახვა »თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს
თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა. სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. დამნაშავე პოლიციას სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ …
ნახვა »ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს. მისივე თქმით, ეს მრავალმხრივი ურთიერთობების პრინციპს ეწინააღმდეგება. „უნდა შევინარჩუნოთ დიალოგის შესაძლებლობები, ან სულ მცირე – ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობები. როდესაც „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე დასავლური ქვეყნები რუსეთს აკრიტიკებდნენ, სერგეი …
ნახვა »ჰელგა მარია შმიდი – ეუთო მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს
ეუთო მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა განაცხადა. სიტყვით გამოსვლის დროს შმიდმა გაიხსენა გერმანიის პრეზიდენტ, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სიტყვები, რომელიც ჩინეთის მიერ წარმოდგენილი „სამშვიდობო გეგმის“ გათვალისწინებით გამოვიდა მოსკოვისა და კიევის მონაწილეობით მოლაპარაკების გამართვის მოწოდებით. „მე შემიძლია, დავეთანხმო გერმანიის პრეზიდენტს …
ნახვა »რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას „ტვიტერით“ თავად რობერტა მეცოლა და ასევე, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებენ. „კარგია დაბრუნება უკრაინაში მამაც ხალხთან, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მთელ მსოფლიოზე. ისინი არიან გმირები, რომლებმაც უარი თქვეს დანებებაზე. მათ ყველაფერი გაწირეს ჩვენი ღირებულებებისთვის. ისინი არიან ევროპელები, რომელთა სახლი ევროკავშირშია“, – წერს …
ნახვა »10 წელში მთავრობამ დონორებისგან 25 მილიარდის კრედიტები და გრანტები მიიღო
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2013-2023 წლებში საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დონორებისგან 25.3 მილიარდი ლარის ფინანსური რესურსი მიიღო. მათ შორის 3.9 მილიარდი ლარი საგრანტო დახმარებას, 21.5 მილიარდი კი შეღავათიან საკრედიტო დაფინანსებას წარმოადგენდა.დონორული დახმარების უდიდესი ნაწილი საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე, ასევე COVID-19-ის პანდემიის დროს საბიუჯეტო დახმარებაზე დაიხარჯა.გასული წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ყველაზე დიდი …
ნახვა »საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა
საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ავრცელებს. პრაისის თქმით, დიპლომატი საქართველოში ვიზიტის დროს ხაზს გაუსვამს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ერთგულია.
ნახვა »თურქეთში, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში მიწისძვრა მოხდა- ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო. მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა, ან მსხვერპლი, ამის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.
ნახვა »სალომე სამადაშვილი – ყველა დეპუტატი, რომელიც აპირებს, ხმა მისცეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, იმოქმედებს ქართული კონსტიტუციის წინააღმდეგ
ყველა დეპუტატი, რომელიც აპირებს, ხმა მისცეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, იმოქმედებს ქართული კონსტიტუციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ, პარტია „ლელომ“ და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა იმოქმედოს შესაბამისად, რათა შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, პოლიტიკური და სამართლებრივი აქტის განხორციელება საქართველოს პარლამენტში. „მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ …
ნახვა »