საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. სალომე ზურაბიშვილი დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე. უკრაინის …
ნახვა »უკრაინაში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია
უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავებული 26 პირია, რომელთაგან 12 ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრნდობით ავრცელებს. შეგახსენებთ, ბროვარიში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა სამინისტროს ხელმძღვანელობა – შინაგან …
ნახვა »ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, – ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, – წერს არესტოვიჩი. შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო …
ნახვა »მიხეილ სარჯველაძე ნაცმოძრაობაზე: რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებდნენ, ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ აკეთებენ
ყველა იმ მანკიერებას, რომელიც ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა, ახლა ისინი ერთმანეთის მიმართ სამტროდ იყენებენ – ის, რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენდნენ, ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ, არაფერი ახალი და უცნაური ამ პროცესში ნამდვილდ არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. „ბოლომდე წარმოაჩინა ამ პოლიტიკურმა ძალამ …
ნახვა »გიორგი რურუა: ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას
ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მერაბიშვილის თამადობით. პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი,- ამის შესახებ გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს. “ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა.მან გაარკვია რატომ არ გაჰქონდათ ნარჩენები დროულად და, თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა,ოკეანე,რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის …
ნახვა »პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში, ჩინეთის მოსახლეობა შემცირდა
ჩინეთის მოსახლეობა 1961 წლიდან პირველად შემცირდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობამ 1 411 750 000 ადამიანი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შეედარებით 850 ათასით ნაკლებია. ამასთან, რეკორდულად დაეცა შობადობის ინდექსი – 6,77 მშობიარობა 1 000 ქალზე. ასევე, 2022 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რიცხვზე მაღალი იყო – …
ნახვა »საქსტატი – დეკემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 253.5 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 255.1 ლარი იყო, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 1.6 ლარით შემცირდა და, ჯამში, 253.5 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 1.5 ლარით არის შემცირებული …
ნახვა »მიხეილ სააკაშვილის ძმა – მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც პრეზიდენტებს კლავენ
მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც კლავენ პრეზიდენტებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, აქ არის საუბარი არა პოლიტიკური გემოვნების დაცვაზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზე. …
ნახვა »ირაკლი ზარქუა VS გიორგი ვაშაძე – მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში – ვიდეო
ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პალიტრანიუსის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებას მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ვაშაძემ ქართული ოცნება სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, მათ შორის უკრაინის ნაწილში გააკრიტიკა. ამან სტუდიაში მყოფი ირაკლი ზარქუას გაღიზიანება გამოიწვია და ოცნების დეპუტატი ვაშაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ვაშაძემ ზარქუას პრორუსი, კორუმპირებული …
ნახვა »ბრიტანეთი წელს კიბოს ვაქცინის ადამიანებზე ცდებს დაიწყებს
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა იუწყება, რომ თანამშრომლობს გერმანულ კომპანია BioNTech-თან და შემოდგომაზე, ერთობლივად დაიწყებენ კიბოსა და სხვა დაავადებების ვაქცინების ცდებს. პროექტის ფარგლებში, ვაქცინები შექმნილია mRNA ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენებითაც, BioNTech-მა Pfizer-თან ერთად შექმნა ეფექტიანი ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ. ახალი პროექტის მიზანია, გაერთიანებულ სამეფო 2030 წლამდე მიაწოდოს 10 000 პერსონალიზებული სამკურნალო საშუალება. ცდები არაუგვიანეს შემოდგომამდე დაიწყება. კიბოს …
ნახვა »