პოლიტიკა

editor

კახა კალაძემ თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა. დაჯილდოებაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 20 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა. „პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი …

ნახვა »

ლაშა ხუციშვილი: 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125-125 ლარით გაიზრდება

2023 წლის ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მლნ ლარზე მეტით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას. მისი თქმით, ასევე, 10%-ით იზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები. ასევე, იზრდება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება 15-დან 18 ლარამდე. „ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციასა …

ნახვა »

მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული ლიეტუველი სამი მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული ლიეტუველი სამი მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი მთამსვლელების ცხედრები მესტიაში გადაასვენეს. მათი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთამსვლელებთან კავშირი ​რამდენიმე დღის წინ გაწყდა.

ნახვა »

ზელენსკი აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი სრულად არის გათავისუფლებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი სრულად არის გათავისუფლებული. უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის არმიის სამხედროებს ქალაქის გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში მომდევნო კვირებში სხვა დასახლებული პუნქტებიც გათავისუფლდება. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ლიმანის შემდეგ უკრაინის არმია ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიას შეუტევს, შემდეგ კი ჯარებს შეუძლიათ გადაადგილდნენ ქალაქების სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რუბიჟნოეს „სამკუთხედისკენ“.

ნახვა »

სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ გამოძიებას აწარმოებენ

სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს და საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ითხოვს. სომხური მედიის ინფორმაციით, „ტელეგრამის“ არხებზე გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც სამხედროების დახვრეტაა ასახული. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ვიდეომასალა ადასტურებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს, მათ შორის სომეხი სამხედროების სასამართლოს ჩართულობის გარეშე სიკვდილით დასჯას, ჯარისკაცების წამებას, მათ შორის ქალების. …

ნახვა »

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი არეულობისას დაღუპულთა რიცხვმა 182-ს მიაღწია

საფეხბურთო მატჩი ინდონეზიაში საშინელი კატასტროფით დასრულდა. ქალაქ მალანგში „კანჯურუჰანის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე (ინდონეზიის ჩემპიონატის მე-11 ტური) „არემასა“ და „პერსებაის“ (2:3) შორის, მასპინძლის ფანები იმდენად გაბრაზდნენ საკუთარი გუნდის წაგებით, რომ საფინალო სასტვენისთანავე შეიჭრნენ მინდორზე. ფეხბურთელები სასწრაფოდ გაიყვანეს გასახდელებში, გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის კი სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა. სამართალდამცავებმა ქომაგების წინააღმდეგ ხელკეტები და …

ნახვა »

სასტიკი მკვლელობა თბილისში – დაკავებულია მამაკაცი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ზ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს – 1957 წელს დაბადებულ დ.შ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ზ.თ.-მ, კვალის დაფარვის …

ნახვა »

საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული გ.გ. და 1993 წელს დაბადებული კ.ს, ასევე, თურქეთის ერთი მოქალაქე – 1977 წელს დაბადებული …

ნახვა »

გადაცემა ”აქტუალური თემა” – ელექტრონული არჩევნები და მხარეთა პოზიციები

2024 წლიდან ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. ამომრჩევლის 70%-ზე მეტი, როგორც რეგისტრაციის, ისე ხმის მიცემის პროცედურას ელექტრონულად გაივლის და ამავე ფორმით დაითვლება ხმებიც. გეგმის მიხედვით, რომელიც  ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა, წარსულს ჩაბარდება ხმების ხელით დათვლის ხანგრძლივი პროცედურა და არჩევნების შედეგების რამდენიმე დღის შემდეგ გამოცხადება. ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა …

ნახვა »

ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა

World Travel Awards- ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. კუნძულ მალიორკაზე, ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი.აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ოსკარის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. World Travel …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია