პოლიტიკა

editor

კელი დეგნანი დეოლიგარქიზაციის კანონზე – არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის სასარგებლოა უბრალოდ სხვისგან გადმოღება, თქვენი ქვეყნის სიტუაციის სპეციფიკაზე მორგების გარეშე

ნებისმიერ ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის საკითხი არის ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ვინმეს არასათანადო გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ან ეკონომიკურ პროცესებში, იმის, ვინც ცდილობს გავლენა მოახდინოს მთავრობისა და საზოგადოების მუშაობაზე ზედმეტი ფულის ან გავლენის მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „ეს არის საკითხი, რომელსაც ბევრი ქვეყანა ებრძვის, მათ შორის ჩემიც. …

ნახვა »

ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩემპიონთა ლიგაზე“ პირველი გოლი გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლი“, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ამსტერდამში სტუმრად „აიაქსს“დაუპირისპირდა. ნეაპოლის კლუბის ქართველმა ლეგიონერმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მეტოქის კარი კი 63-ე წუთზე აიღო. კვარაცხელიას ანგარიშზე ასევე საგოლე პასია, „ნაპოლიმ“ კი შეხვედრა ანგარიშით 6-1 მოიგო და 9 ქულით A …

ნახვა »

გელათის სამონასტრო კომპლექსს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და კულტურული ფასეულობების დაცვის საერთაშორისო ცენტრის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტრომ …

ნახვა »

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა

2022 წლის 5-7 ოქტომბერს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. შესაბამისი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტის დროს ჯენკინსი ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს. ამასთან, …

ნახვა »

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენი ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა, რომლის ღირებულება 625 მილიონ დოლარს შეადგენს. მასში დამატებითი იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მათ შორის „​ჰაიმარსის“ სისტემები შედის. თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც მონაწილეობდა. საუბრის …

ნახვა »

რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა. რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ხელი მოეწერა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის შეყვანის გადაწყვეტილებას. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და რეგიონების სეპარატისტმა ლიდერებმა ამ ე.წ. შეთანხმებას 30 სექტემბერს კრემლში მოაწერეს ხელი. 2 ოქტომბერს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ისინი ძირითადი კანონის შესაბამისად ცნო. …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას თურქული გამოცემა „საბაჰი“ავრცელებს. თურქული მედიის ცნობით, ჩეხეთის დედაქალაქში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატორი სომხეთის პრემიერ-მინისტრია. 6-7 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომლის ინიციატორი საფრნგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია.

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – დეოლიგარქიზაციის კანონის გარშემო კონსენსუსი თუ არ იქნება, კანონს არ მივიღებთ, ევროკავშირის ყოფილ ელჩსაც ნათქვამი აქვს, რომ ეს კანონი არ არის საჭირო

კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ, ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციის ნაწილის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ოპოზიცია …

ნახვა »

„პოსტივი“ ვიქტორ ჯაფარიძის მიერ წილების ყიდვაზე განცხადებას ავრცელებს – გადავწყვიტეთ, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი მოძრაობა „ხალხის ძალას“, არხი დღეიდან ხდება მოძრაობის მედიაპლატფორმა

ტელეკომპანია „პოსტივი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პოსტივის“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დაუჭიროს მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მათივე განმარტებით, არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. განცხადების თანახმად, არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც სრული იდეოლოგიური თანხვედრა აქვთ. „ძვირფასო მეგობრებო, …

ნახვა »

მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა

მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. „ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტი შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია