პოლიტიკა

editor

„პოსტივი“ ვიქტორ ჯაფარიძის მიერ წილების ყიდვაზე განცხადებას ავრცელებს – გადავწყვიტეთ, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი მოძრაობა „ხალხის ძალას“, არხი დღეიდან ხდება მოძრაობის მედიაპლატფორმა

ტელეკომპანია „პოსტივი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პოსტივის“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დაუჭიროს მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მათივე განმარტებით, არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. განცხადების თანახმად, არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც სრული იდეოლოგიური თანხვედრა აქვთ. „ძვირფასო მეგობრებო, …

ნახვა »

მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა

მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. „ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტი შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და …

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებას

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებას – სიტუაციის განახლებული რუკა უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ევროპელი ომის ექსპერტებისგან. მათი აზრით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევას მას შემდეგ, რაც დაიბრუნეს ლიმანი და უკვე აღადგინეს სრული კონტროლი ზარეჩნიზე და ტორსკზე. ოკუპანტები თავიანთი პოზიციებიდან უკან იხევენ ამ დასახლებების ჩრდილოეთით. უკრაინის სამხრეთით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა …

ნახვა »

დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, თავი მოიკლა ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა კილაძემ. შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა, გარდაცვლილის ცხედარი ცენტრის ტერიტორიაზე დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს. დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში სტუდენტებისთვის განკუთვნილი სასწავლო ან კვლევითი პროგრამა არ მიმდინარეობდა – დმანისისა და ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციები და …

ნახვა »

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

რუსებმა მათ მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ავრცელებს. “მივესალმები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დადასტურება, რომ ბატონი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა საკუთარ ოჯახში”- წერს ის Twitter-ზე. რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე – ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც განხილული და მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი უკრაინული კანონის მიღებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს ივანიშვილს და გამოიყენოს კანონი, როგორც რეპრესიის საშუალება ოპონენტების წინააღმდეგ. „უკრაინული მოდელის გადმოქართულებას ჩვენ არასდროს ვითხოვდით, ჩვენთვის ყოველთვის …

ნახვა »

ევროკავშირმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტს მოაწერა ხელი

ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, რომელიც 5 მილიარდ ევროს შეადგენს – ამის შესახებ დღეს ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა. აღნიშნულ მაკროფინანსურ დახმარებას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალიც. „ევროკავშირმა ახლახან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. მადლიერი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა …

ნახვა »

ეროვნული არქივის პირველი კინოფესტივალი 5-8 ოქტომბერს უძველეს საარქივო ფილმებს უმასპინძლებს

ქართული და უცხოური საარქივო ფილმების უძველეს ნიმუშებს ქართველი მაყურებელი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახავს. საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყნის 80-მდე დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ფილმი და კინოქრონიკა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში 5-8 ოქტომბერს იქნება ნაჩვენები. კინოფესტივალისთვის შერჩეული ფილმები 1895–1960-იან წლებში ძმები ლუმიერების, ძმები სკლადანოვსკების, იან კრიჟენეცკის, ვასილ ამაშუკელის, ჟორჟ …

ნახვა »

შარლ მიშელი – უკრაინაში ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე

რუსეთის ომის დრამატული შედეგების გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, შევთანხმდით, რომ შევქმნათ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანებისა და პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წერილში, რომელიც მან ევროკავშირის საბჭოს წევრებს 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა. მიშელის განცხადებით, ამბიცია არის ლიდერების …

ნახვა »

კახა კალაძემ თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა. დაჯილდოებაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 20 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა. „პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია